1. ბენეფიციართა სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

ბ)  შშმ ბავშვის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;

გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელიც არ  აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს  და გამოკვლევებისთვის გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 1200 ლარს,   დაუფინანსდება/აუნაზღაურდება   30%-მდე  ერთჯერადად 1000  (ათასი) ლარამდე;

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან (არსებობის შემთხვევაში);

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“  ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ა.თ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ბ.ზ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ