1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ავთვისებიანი სიმსივნის/ავთვისებიანი დაუზუსტებელი სიმსივნის დაავადების მქონე, მოსახლეობას დაუფინანსდება სამედიცინო გამოკვლევები, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარული/ამბულატორიული მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-ით, ასევე მედიკამენტები მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2200 (ორიათას ორასი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:
ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;
ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:
ბ.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მოსარგებლის (ბენეფიციარი) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის შემთხვევაში, მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის