1. მუხლი მოიცავს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ძირითადი დიაგნოზის დადგენიდან, მაგრამ არანაკლებ 2 წლის ასაკიდან, 13 წლის ასაკამდე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვები, რომელთაც აქვთ ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა) სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 80%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2200 (ორიათას ორასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მშობელი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

დ) მოსარგებლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი);

ზ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

თ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია;

ი) ცნობა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, თუ რა სახის მომსახურების სერვისებით სარგებლობს ბენეფიციარი სახელმწიფო რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში (საჭიროების შემთხვევაში).

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად, აუცილებელია ბავშვის ერთ-ერთი მშობელი დარეგისტრირებული იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლი