1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, შემდეგი ოდენობით:

ა) ქრონიკული დაავადების (ეპილეფსია, ფსიქიკური დარღვევები, ცერებრალური დამბლა, გლაუკომა, გაფანტული სკლეროზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა) მქონე პირს, დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

ბ) ქრონიკული დაავადების (დაავადებები გულის რიტმის დარღვევით) მქონე პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 200 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

გ) ქრონიკული დაავადების (თირკმლის უკმარისობა) მქონე პირს, რომელიც იმყოფება ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე და მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

ვ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

თ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

3. ანგარიშსწორება განხორციელდება ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზ