1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება/ანაზღაურება, როდესაც მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 4000 ლარამდეა, განისაზღვროს შემდეგი პირობებით:
ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორიათასხუთასი) ლარისა.
ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.
გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1100 (ერთიათასასი) ლარისა.
დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, როდესაც მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 4000 ლარი და მეტია, განისაზღვროს შემდეგი პირობებით:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 100%-ით:
ა.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 3000 ლარისა;
ა.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 3500 ლარისა;
ა.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 4000 ლარისა;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 75 001-დან 150 000-ს ფარგლებშია, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 70%-მდე:
ბ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1700 ლარისა;
ბ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2200 ლარისა;
ბ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2700 ლარისა;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 001-დან 200 000-ს ფარგლებშია, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 60%-მდე:
გ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1600 ლარისა;
გ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2100 ლარისა;
გ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2600 ლარისა;
დ) პირები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან აღნიშნულ ბაზაში მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 50%-მდე:
დ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1500 ლარისა;
დ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2000 ლარისა;
დ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2500 ლარისა;
3. იმ შემთხვევაში თუ, მოქალაქემ ამ მუხლის ფარგლებში ისარგებლა თვალის ქირურგიული/ლაზერული ოპერაციის ერთჯერადი დაფინანსება/ანაზღაურებით, უფლება აქვს ისარგებლოს დამატებით ერთჯერადი დაფინანსება/ანაზღაურებით მეორე თვალზე.
4. მოქალაქეს, რომელმაც, მიმდინარე წელს, ისარგებლა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ესაჭიროება დამატებითი ქირურგიული ჩარევა, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება აღნიშნული მომსახურება შემდეგი ოდენობით:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს-მოთხოვნილი გადასახდელი / გადახდილი თანხის 100%-ით, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს-მოთხოვნილი გადასახდელი / გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს -მოთხოვნილი გადასახდელი / გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;
5. ამ მუხლის, პირველი პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გადახდილი საფასურის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ სასწრაფო / გადაუდებელი ან სასწრაფო / დაყოვნებული ტიპის სამედიცინო მომსახურება.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას, არჩეული ექიმის/სამედიცინო პერსონალის მომსახურების საფასური (ჰონორარი; VIP პალატა), დაფინანსებას არ ექვემდებარება.
7. ამ მუხლის მიზნებისათვის, მენჯ-ბარძაყის სახსრების ენდოპროთეზირების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება არჩეული იმპლანტის (ხელოვნური სახსარი) ღირებულებაც.
8. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების / ანაზღაურების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
თ) გადახდილი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში, წარმოსადგენ დოკუმენტებს დაემატოს: მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის შემთხვევაში, მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ი) გადახდილი სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემთხვევაში, ანგარიშფაქტურა / ინვოისი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა;
10. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ