1. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული გამოკვლევები, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:
ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);
ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ა.ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან (არსებობის შემთხვევაში);
ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:
ბ.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ბ.ვ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. ბენეფიციარს (ონკოლოგიური დაავადებების მქონე), რომელსაც არ ექნება წარდგენილი ამ მუხლის „ა.ე“, „ა.ვ“ „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის და სამკურნალო შრომითი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ერთჯერადად დაუფინანსდება არაუმეტეს 600 ლარამდე.
4. ამ მუხლის პირველი და მესამე პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღების მიუხედავად , თუ ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილ იქნა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, გადაუდებელი აუცილებლობისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის , სამკურნალო რეკომენდაციების და სხვა სამედიცინო ჩვენებების გათვალისწინებით , აუნაზღაურდეს ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სამედიცინო ხარჯების 100 % , არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი.
5.ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ