ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ამავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებისთვის (რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის (შემდგომ ტექსტში – ბენეფიციარები), ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.
სოციალური დახმარების პროგრამების სახეები, ბენეფიციართა კატეგორიები, გასაცემი დახმარების ოდენობა და პროგრამაში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაცი