ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:
ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
ბ) ესთეტიკური-პლასტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა; სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი (გამონაკლისს წარმოადგენენ 0-18 წლამდე შშმ პირები);
გ) ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება;
დ) ორსულობის შემთხვევაში სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო, საკეისრო კვეთა;
ე) დამატებითი სამედიცინო მომსახურება (ექიმის ჰონორარი, სამედიცინო დაწესებულების და მომსახურეობის შერჩევა , საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით შემოთავაზებული სახარჯი მასალისგან განსხვავებული მასალის ან/და განსხვავებული (ე.წ. VIP) პალატის შერჩევა