1. სოციალური დახმარება ერთჯერადად გადაეცემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ან ოჯახის წევრის ანგარიშზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ (არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზ