1. ბენეფიციარები, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას, უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით.

2. საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გამქირავებლის ბინის საკუთრების თაობაზე;

ე) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქის ან/და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.

5. დახმარების გაცემის და თანხის ოდენობას განსაზღვრავს და მის შესახებ დასკვნას ამზადებს მერიაში მოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ