1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ –  სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლებში 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუმივად  მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;
გ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით  გადაადგილებულ პირთა შვილები;
დ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;
ე)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობლის შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
ვ)
დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები (ბავშვის ცოცხალი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);
ზ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები;
2.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლაში" სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;
გ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით  გადაადგილებულ პირთა შვილები;
დ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;
ე)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
ვ)
დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები (ბავშვის ცოცხალი მშობელი ან კანონიერი წარმომადეგენელი რეგისტრირებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);
ზ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები;
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
მოსწავლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (დედით ან/და მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცოცხალი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);
ვ)
ვეტერანის მოწმობის ასლი; (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილებისთვის);
ზ)
ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (ლტოლვილთა და იძულებით  გადაადგილებულ პირთა შვილებისთვის);
თ)
შშმ პირის ფორმა №IV-50/4 - სსე აქტის ამონაწერის ასლი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილებისთვის);
ი)
ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიან ოჯახთა შვილებისთვის);
კ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედით ან მამით ობოლი ბავშვებისთვის);
ლ)
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალესა და  აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებული და ამავდროულად მუმივად  მცხოვრებ მოსწავლეებზე