1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 100 000-ზე დაბალი, სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არიან არასაპენსიო ასაკის შშმ პირები, აქვთ სტატუსი-“მკვეთრად გამოხატული“(1 ჯგუფი) და არიან ეტლით მოსარგებლე ან  მწოლიარე საჭიროებენ მეორე პირის დახმარებას და მუდმივ მომვლელს.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია :

ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერი- სტატუსით-„მკვეთრად გამოხატული“ (I ჯგუფი) , მითითებით- “საჭიროებს მუდმივ მომვლელს“;

ბ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტი.

3. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, თითოეული ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურ