პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული

ა) ხანდაზმული - 90 წლის და უფროსი ასაკის პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით,ბ) ხანდაზმული - 100 წლის და უფროსი ასაკის პირთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) უკიდურესად გაჭირვებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის, რომელთაც მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არ ჰყავთ მარჩენალი (სულ არაუმეტეს 100 ოჯახისა), ერთჯერადი დახმარება ზამთრის პერიოდში გათბობის მიზნით განისაზღვროს - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული, ან/და შშმ პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის, ან ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი;

დ) გათბობის მიზნით ერთჯერადი დახმარების მისაღებად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის შუამდგომლობა და არსებობის შემთხვევაში მოწყვლადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი;

ე) განმცხადებლის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

ვ) განმცხადებელი, გარდა ბენეფიციარისა, შეიძლება იყოს მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, და ან ძმა, კანონიერი წარმომადგენელი, ან სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამონაწერში ბენეფიციართან რეგისტრირებული პირ