1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების  მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული   (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების გაზიფიკაცია. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების საკუთრების შესახებ;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა 35 001-ზე ნაკლებია, კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება ოთხი თვის განმავლობაში თვეში 25-25 ლარის ოდენობით, მიმდინარე წლის იმ თვეებში, რომლებსაც ბენეფიციარი მიუთითებს განცხადებაში. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებული   საჭიროებისას,  წელიწადში ერთხელ 100-500 (ასი-ხუთასი) ლარის ფარგლებში.

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

ა.გ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.დ) სხვა არსებული დოკუმენტები;

ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ა.ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;

ბ) მოქალაქე ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით, თუ:

ბ.ა) არის ჩართული მუნიციპალური სოციალური და ჯადაცვის სამსახურის 2-ზე მეტ პროგრამაში ან/და  იღებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამიდან;

ბ.ბ) მოქალაქეებს, რომლებსაც მიღებული აქვთ დახმარება დევნილთა მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამით;

ბ.გ) ასევე მოქალაქეებს, რომელთა დახმარება გათვალისწინებულია  ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებით;

გ) დაფინანსების საკითხი და ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილები