1. პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ერთი თბილი ოთახის მოწყობას (თითოეულ ოჯახზე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში,  მერის მიერ დამტკიცებული პროექტის, დებულების და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით).

2. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით, მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);

დ)  ამონაწერი  საჯარო  რეესტრიდან  მიწის  საკუთრებაზე  და   სხვა   უძრავი   ქონების არარსებობის შესახებ;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის პაკეტის (მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები (ქალაქის ტერიტორიის გარდა),  შეთანხმება/ნებართვა, ტოპოგრაფია, პროექტი, გეოლოგია, გეოლოგიის ექსპერტიზა, კონსტრუქცია, კონსტრუქციის ექსპერტიზა, ხარჯთაღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა) შესყიდვას განახორცილებს მერიის შესაბამისი სამსახური.

3. „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით, მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე;

ე) ცნობა საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  წერილი.
თავი III
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღე