განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა მშობელი, მარტოხელა ხანდაზმული,  შშმ პირი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 30 001-დან 65 001-მდე), ონკოლოგიური/მძიმე დაავადების მქონე პირები და ა.შ.) დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მოქალაქე ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით, თუ ისარგებლა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამით.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირის სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა და სხვა);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) დევნილის მოწმობის ასლი;

ე) სხვა არსებული დოკუმენტები;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილ