1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, გარდა მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიური დაფინანსების მქონე ბავშვებისა; დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;

ე) მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვის  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა);

ვ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – არსებობის შემთხვევაში;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. შშმ მკვეთრად გამოხატულ, სმენა და მხედველობადაქვეითებულ პირთათვის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში თვეში 25-25 ლარის ოდენობით (განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ თვეებში).

ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის ასლი;

გ) შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობა დაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ზრუნვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამით  ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები (სარეიტინგო ქულა 35 001-მდე), რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე პირი და ოჯახში ცხოვრობს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1  (სრულწლოვანი) წევრი, რომელიც უშუალოდ არის დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდება. დახმარების თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად, განცხადების წარდგენიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე პირად ანგარიშზე.

დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც ფიქსირდება ავადმყოფზე   მუდმივი  ზრუნვის საჭიროება;

გ) მომვლელის და/ან მოვლის საჭიროების მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მომვლელის და/ან მოვლის საჭიროების მქონე პირის საბანკო ანგარიშის  ნომერი;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან (35 001-ზე ნაკლები) – არსებობის შემთხვევაში;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

4. თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი ითვალისწინებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები  გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალურ მობილობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/ მცხოვრები გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობის წესის შესაბამისა