1. სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის   კვებით  უზრუნველყოფის პროგრამა  ითვალისწინებს:

ა) ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა, შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობელთა,   ხანდაზმულთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების (პირების) ყოველდღიურად სადილით უზრუნველყოფას დღეში ერთხელ; კვების უზრუნველყოფის პროგრამაში (უფასო სასადილოს მომსახურება) ჩასართავად/გასაგრძელებლად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა და სხვა);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი (გარდა გაგრძელების შემთხვევისა);

ე) სხვა არსებული დოკუმენტები.

2. სოფელში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირთა (შშმ პირები, მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულები და ა.შ.) საკვები პროდუქტებით წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარებას; დახმარების მისაღებად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი მერიაში წარმოადგენს შუამდგომლობას ბენეფიციართა თანდართული სიი