მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში    გათვალისწინებულია   შემდეგი    სახის   არაფულადი სოციალური  დახმარებები:

ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 06 02 01);

ბ) მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი (პროგრამის კოდი 06 02 06)

გ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 07);

დ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ორგანიზება და ქალთა ოთახის ფუნქციონირების ხელშეწყობა (პროგრამის კოდი 06 02 03)

ე) უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 06 02 14);

ვ) განსაკუთრებულად შეჭირვებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 65 001-მდე) გაზიფიკაცია;

ზ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, შუამდგომლობის გაწევა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან;

თ) პირველი ხარისხის  სამერქნე  ხე-ტყის  მოჭრის   ნებართვის   მისაღებად   შუამდგომლობის გაწევა აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან;

ი) თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი – საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა;

კ)   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის ქვეპროგრამა, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის, პერსონალური ასისტირება.
თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაც