1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 06 02 02);
ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03) – მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, პირველი-მეორე შვილის შეძენისას სოციალურად დაუცველი ოჯახების, ტყუპის შეძენისას, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარება და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ფინანსური მხარდაჭერა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდეგში – შშმ) პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 04) – შშმ (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებული პირების კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში, ასევე შშმ და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება და ზრუნვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა;
დ) მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 05);
ე) ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 06) – 100 წელს გადაცილებულთა ფინანსური მხარდაჭერა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა;
ვ) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 08) – ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების თანადაფინანსება, ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით. სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ საქართველოს (გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა) აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება. სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა – დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება;
ზ) სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 09) – მიმდინარე წლის ხანძრით, მეწყრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა;
თ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 10);
ი) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 11);
კ) სოციალური პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 12);
ლ) სოციალური საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობა, მიმდინარე რემონტის, ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა (პროგრამის კოდი 06 02 13).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება. ასევე, მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფების ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების დახმარება, ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად ბენეფიციარის მიერ განცხადების შემოტანიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება