1. პროგრამა ითვალისწინებს:

ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) ა(ა)იპ „ომის,  შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფას თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში;

დ) 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) დევნილის მოწმობის ასლი(არსებობის შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ომის ვეტერანთან გათანაბრებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი;

დ) დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ე) საბანკო ანგარიშის ნომერ