1. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. რეგულარული ინსპექტირების ობიექტებია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები. მათი ინსპექტირება რეგულირდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.

3. ინსპექტირება უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ეფექტურობისა და სიმძლავრის შეფასებას შენობის გათბობისა და გაგრილების მოთხოვნების მიმართ. სიმძლავრის განმეორებით შეფასება გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემაში ცვლილების განხორციელებამდე ან შენობის გათბობის/გაგრილების მოთხოვნების შეცვლამდე საჭირო არ არის.

4. შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება შენობის მესაკუთრის ვალდებულებაა და ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

5. შენობაში გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემების ყოველი ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში. ეს ანგარიში გადაეცემა შენობის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს. ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებს და ინსპექტირებული სისტემების ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს.

6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინსპექტირების ალტერნატივის სახით შეიმუშაოს რეკომენდაციები გათბობის ქვაბის გამოცვლის, გათბობის სისტემაში სხვადასხვა ცვლილების განხორციელებისა და გათბობის ქვაბის ეფექტურობისა და სიმძლავრის შესაფასებლად საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის − ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

7. გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში უნდა მომზადდეს ანგარიში ამ ღონისძიებების შედეგების რეგულარულ შემოწმებასთან შესაბამისობის შესახებ და იგი უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო