1. შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევის, მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესები, აგრეთვე ენერგიის გამოყენების, შენობის ტექნიკური სისტემების, მათ შორის, დამუხტვის წერტილების, მიმართ მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
2. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები განისაზღვრება ახალი, შეცვლილი და მოდერნიზებული საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებისთვის და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.
3. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები ეხება სულ მცირე გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს.
4. შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგიის დაზოგვის მიზნით აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემების დამონტაჟების წამახალისებელი ღონისძიებები განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით.
5. ახალი შენობა აღჭურვილი უნდა იქნეს თვითრეგულირებადი მოწყობილობებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ახალი შენობის სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასებასა და შესაბამის დასაბუთებას.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4311
წინა რედაქცია (28.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები 1. ახალი შენობის/არსებული შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევისა და, მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესები, აგრეთვე ენერგიის გამოყენების, შენობის ტექნიკურიც სისტემების, მათ შორის, დამუხტვის წერტილების, მიმართ მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები განისაზღვრება ახალი, შეცვლილი და მოდერნიზებული საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებისთვის და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად და ეკონომიკურად შესაძლებელია. 3. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები ეხება სულ მცირე გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს. 4. ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგიის დაზოგვის მიზნით აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შენობის ავტომატურიზაციისა და კონტროლის (მართვის) სისტემების დამონტაჟების წამახალისებაელი ღონის,ძიებები განისაზღვრება ენერგოეფექტურობიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმ, ინტედო გრირებული გეგმით. 5. ახალი შენობის და პროექტებისას ან არსებღჭურვილი შეუნობდა ის მქნიშვნელოს თვანითრეკონსტრგუქცლიისას შრემბადეგი მაღალი ენერგოეფექტურწყობის ალტობერნატბიულით სისტაქართვემები შეიძლებოს კა გამნოყენმდებულობიქნეს იმ შემთხვევსაშბამისად, თუ მათი განხორციელებას ტექნიკურად , ფუნქციურად,ა ეკონომიკურად და ეკოლოგიურად შესაძლებელია:. 6. ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრახლიზებული ს ისტემები; ბ) კოგე-5 პუნერაციის სისქტემები;თ გ) ცენტრალური გათბობის ვან ცენტრალური გაგრილების სწისტემები, განსაკუთრებით − განახულებად ენერგი აზე მომუშავე სისტემები; დ) თბური ტუმბოები. 6. ახალი შენობის სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს მაღალი ენერგოეფექტურობის ალტერნატიული სისტემების ტექნიკური , გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასებასა და შესაბამის დასაბუთებას.