1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიან სტრატეგიას.

2. შენობების განახლებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს:

ა) შენობების მიმოხილვას;

ბ) შენობის ტიპისა და კლიმატური ზონის, აგრეთვე შენობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი განახლების გამომწვევი პოტენციური ფაქტორების გათვალისწინებით შენობის განახლების ხარჯეფექტური მიდგომების დადგენას;

გ) შენობების მნიშვნელოვანი, ხარჯეფექტური განახლების სტიმულირებისთვის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას, რაც გულისხმობს შენობების ეტაპობრივ, მნიშვნელოვან განახლებას და ხელს უწყობს ხარჯეფექტურ ღონისძიებებს;

დ) პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების მიმოხილვას, რაც გულისხმობს შენობების სექტორში, აგრეთვე ბაზარზე არსებული გამოწვევების მიმოხილვას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;

ე) პოლიტიკასა და შესაბამის ღონისძიებებს, რომლებიც  ყველა საჯარო შენობისთვისაა გამიზნული;

ვ) ისეთი ინიციატივების მიმოხილვას, რომელთა მიზანია „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სამშენებლო სექტორსა და ენერგოეფექტურობის სფეროში უნარების გაძლიერება და განათლების წახალისება;

ზ) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგებისა და მეტი სარგებლის მიღების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დასაბუთებას/შეფასებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია დამტკიცების შემდეგ სამდივნოს უნდა წარედგინოს.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024