1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარუდგენლობა ან/და ამ სერტიფიკატის გადაუცემლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას:
ა) 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;
ბ) 150 მ2-დან 250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;
გ) 250 მ2-დან 500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;
დ) 500 მ2 ან 500 მ2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობი