1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში მითითებული ენერგოეფექტურობის ინდიკატორის ან კლასის შესახებ ინფორმაციის შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის თაობაზე სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში შეუტანლობა გამოიწვევს შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024