1. სამინისტრო ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვას;
ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ენერგომომსახურების ხარისხის კონტროლს;
გ) ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას;
დ) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ე) ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებლის დადასტურებას;
ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებასა და დამტკიცებას;
ზ) ამ კანონის მე-20 მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს;
თ) მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელებას;
ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებასა და წახალისებას/ხელშეწყობას;
კ) სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას;
ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას;
მ) ეკეგ-ის განხორციელებას.
3. სამინისტრო:
ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს:
ა.ა) ეკეგ-ის განხორციელებას;
ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს;
ა.გ) პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სრული ენერგოაუდიტის განხორციელებას;
ა.დ) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს;
ა.ე) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ბ) შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის დაკისრების შესახებ;
გ) (ამოღებულია - 28.06.2023, №3302);
დ) ამოწმებს ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებელს მისი დადასტურების მიზნით;
ე) სისტემატურად უწევს მონიტორინგს პლატფორმაზე განთავსებულ ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს მათი გაზომვისა და დადასტურების მიზნით;
ვ) ყოველწლიურად აანალიზებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებელთა ჯგუფისთვის შეიმუშავებს მითითებებსა და რეკომენდაციებს ენერგოდანაზოგებისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) წარადგენს ანგარიშებს ამ კანონის მიზნების შესაბამისად;
ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) ხელს უწყობს:
კ.ა) ეკეგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას;
კ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას სამდივნოსთვის წარსადგენად;
ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირების წესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3302 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
- 28.06.2023 კანონი №3302
წინა რედაქცია (28.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა 1. სამინისტრო ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვას; ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ენერგომომსახურების ხარისხის კონტროლს; გ) ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას; დ) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას; ე) ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებლის დადასტურებას; ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებასა და დამტკიცებას; ზ) ამ კანონის მე-20 მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს; თ) მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელებას; ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებასა და წახალისებას/ხელშეწყობას; კ) სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას; ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას; მ) ეკეგ-ის განხორციელებას. 3. სამინისტრო: ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს: ა.ა) ეკესგ-ის განხორციელებას; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს; ა.გ) ენერგოაუდიტორებისა და ამ კანონით დადგენილი წესით შედგენილ ექსპერტთა სიაში შეყვანილი ექსპერტების საქმიანობას; ა.დ) პირველი კატეგორიის საწარმოების მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სრული ენერგოაუდიტის განხორციელების უზრუნველყოფას; ა.ედ) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და ფორმალური და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს; ა.ვე) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას; ბ) შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის დაკისრების შესახებ; გ) (ადგენს ენერგომომხმარღებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირების წესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად - 28.06.2023, №3302); დ) ამოწმებს ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებელს მისი დადასტურების მიზნით; ე) სისტემატურად უწევს მონიტორინგს პლატფორმაზე განთავსებულ ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს მათი გაზომვისა და დადასტურების მიზნით; ვ) ყოველწლიურად აანალიზებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას; ზ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებელთა ჯგუფისთვის შეიმუშავებს მითითებებსა და რეკომენდაციებს ენერგოდანაზოგებისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ; თ) წარადგენს ანგარიშებს ამ კანონის მიზნების შესაბამისად; ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ხელს უწყობს: კ.ა) ეკესგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას; კ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას სამდივნოსთვის წარსადგენიად; ლ) ას მიზნით რულებს სამქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნგებს. 4. სამინისტროს სისტემაში შებმავალი ს მაჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობაის; ლ) სააგენტო ადგენს ენერუგომომხმარებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირების წესის საქართველოს კანონმდებლობით გასთვალინ შესწაბამისობას „ენერგოეტიკეტირებულ ის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.