1. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, როგორც პირველადი ენერგიის მოხმარების, ისე ენერგიის საბოლოო მოხმარების დანაზოგის რაოდენობა, განისაზღვრება ეკეგ-ით. გრძელვადიანი მიზნებისთვის შეიძლება განისაზღვროს დამატებითი ინდიკატური (საორიენტაციო) სამიზნე მაჩვენებელი.
2. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ენერგიის საპროგნოზო მოხმარება;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
გ) ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური დარჩენილი პოტენციალი;
დ) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი;
ე) ენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ცვლილებები;
ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება, ატომური ენერგიის მოხმარება (არსებობის შემთხვევაში), ნახშირორჟანგის ჩაჭერისა და დასაწყობების ინფრასტრუქტურის მშენებლობა (არსებობის შემთხვევაში);
ზ) წინა პერიოდში განხორციელებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შედეგები.
3. სამინისტრო, სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებისა და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ანგარიშგების წესის შესაბამისად, სამდივნოს წარუდგენს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებისა და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ყოველწლიურ ანგარიშს.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
წინა რედაქცია (28.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი 1. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, როგორც პირველადი ენერგიის მოხმარების, ისე ენერგიის საბოლოო მოხმარების დანაზოგის რაოდენობა, განისაზღვრება ეკესგ-ით 3 წელიწადში ერთხელ მომდევნო 3 წლისთვის. გრძელვადიანი მიზნებისთვის შესაიძლებელია განისაზღვროს დამატებითი ინდიკატური (საორიენტაციო) სამიზნე მაჩვენებელი. 2. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ენერგიის საპროგნოზო მოხმარება; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; გ) ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური დარჩენილი პოტენციალი; დ) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი; ე) ენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ცვლილებები; ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება, ატომური ენერგიის მოხმარება (არსებობის შემთხვევაში), ნახშირორჟანგის ჩაჭერისა და დასაწყობების ინფრასტრუქტურის მშენებლობა (არსებობის შემთხვევაში); ზ) წინა პერიოდში განხორციელებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შედეგები. 3. სამინისტრო ყოველი წლი, ს 1 მარტამდე ამზადებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებისა და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ანგარიშგების წესის შესაბამისად, სამდივნოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებისა და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ყოველწლიურ ანგარიშს.