1. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრას და იმ ბარიერების/დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ეფექტურობას და ეკეგ-ით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.
2. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და ინიციატივას, მათ შორის:
ა) პროექტების იდენტიფიცირებას, ტექნიკური დახმარებებისა და გრანტების განაწილების სქემების განსაზღვრას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შენობების ენერგოეფექტურობის მარეგულირებული ნორმების მიღებას, მათ შორის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცებას, მშენებლობის სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებას;
გ) საზოგადოების საქმიანი წრეების ცოდნის გაღრმავებას, ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემისთვის წესების დადგენას და ენერგოაუდიტორებისა და ენერგომომსახურების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლებას;
დ) ენერგოეფექტურობის შესახებ საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში არსებული მეწარმე სუბიექტებისა და ადმინისტრაციული ორგანოების, ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლებას;
ე) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
[
ე) ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
ვ) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს ქსელებში ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებას და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდას კომბინირებული ციკლის სადგურებზე გადასვლით;
ზ) ენერგიის საბოლოო მოხმარების მოწყობილობების, მათ შორის, განათების, ავტომანქანების, ტუმბოების, ძრავებისა და საწარმოების საქვაბეების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას;
თ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური წახალისებისა და საგადასახადო შეღავათების განხორციელების მექანიზმების შემოღების ინიციირებას;
ი) ზედამხედველობისა და ანგარიშგების მიზნით მრეწველობის, მშენებლობისა და სხვა შესაბამის სექტორებში კვალიფიკაციის, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების სქემების დანერგვას.
3. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების მიერ მისაღებ სარგებელს შემდეგი მიზნების მისაღწევად:
ა) განახორციელოს ენერგიის რეალური ღირებულების ამსახველი ფასების განმსაზღვრელი ღონისძიება ისე, რომ არ შემცირდეს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების მოტივაცია;
ბ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4310);
გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებაში სამაგალითო როლი შეასრულოს;
დ) ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებით ხელი შეუწყოს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებას;
ე) გააძლიეროს საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობა;
ვ) აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები.
4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ვალდებულია:
ა) ენერგოეფექტურობის პოლიტიკა განახორციელოს ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო (სახელმწიფო) უწყებებსა და კერძო სექტორთან კოორდინაციით;
ბ) შეიმუშაოს ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას;
გ) შეიმუშაოს ეკეგ, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს, და ეს გეგმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;
დ) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას;
ე) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას;
ვ) განახორციელოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა და წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარუდგინოს მათ ანგარიშები;
ზ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების წასახალისებლად საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რათა ამ ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ზ.ა) ეკეგ-ის ფარგლებში განსაზღვრონ ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნები, შესაბამისი ქმედებები და ენერგოეფექტურობის წვლილი;
ზ.ბ) ეკეგ-ში ასახონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი;
ზ.გ) შესაბამის შემთხვევებში ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებები გამოიყენონ შენობის განახლების დაფინანსებისთვის და ენერგოეფექტურობის გრძელვადიანი შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის;
ზ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ხარჯეფექტურობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტი, მომსახურება და შენობა.
5. ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას:
ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემასა და ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის მისაღწევად წამახალისებელი ღონისძიების შერჩევის კრიტერიუმების დადგენას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;
ბ) პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს, ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად;
გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას, ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიასა და პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენას. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები დგინდება ეკეგ-ის დამტკიცების ყოველი მომდევნო წლისთვის და განისაზღვრება ეკეგ-ის დამტკიცების წინა 3 წელიწადში ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 0,8%-ის ოდენობით.
7. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა, ამ ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო სახსრების ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება განსაზღვრავდეს ენერგიის გამანაწილებლისა და ენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას, ამ სქემის შესაბამისად მიაღწიონ ენერგოდანაზოგებს:
ა) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების შემცირების პროგრამებით;
ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების პროგრამით, საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის მიმწოდებლის დაუბრკოლებლად შეცვლით.
8. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში მიღწეული ენერგოდანაზოგების რაოდენობა და შესაბამისი გრაფიკი განისაზღვრება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები არ ავალდებულებს ენერგიის მიმწოდებელსა და ენერგიის გამანაწილებელს გაყიდული ენერგიის აბსოლუტური რაოდენობის შემცირებას. ენერგიის მიმწოდებელმა და ენერგიის გამანაწილებელმა ენერგოდანაზოგებს შეიძლება მიაღწიონ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საკუთარი საბოლოო მომხმარებლის ან ენერგომომსახურების ბაზრის სხვა მონაწილეების, მათ შორის, სხვა ენერგიის მიმწოდებლის საბოლოო მომხმარებლის, წახალისებით.
9. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები და ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ენერგოდანაზოგების რაოდენობებს. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების მიზანია ეკეგ-ით გათვალისწინებული ტექნიკური/საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ:
ა) მრეწველობაში ენერგოაუდიტების განხორციელებასთან ერთად სავალდებულო ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სასწავლო-სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვა;
გ) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის სტანდარტებისა და ნორმების და ენერგოეტიკეტირების სქემების დანერგვა.
10. (ამოღებულია - 27.06.2024, №4310).
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2556 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4404 – ვებგვერდი, 23.09.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.09.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 05.09.2024 კანონი №4404
- 27.06.2024 კანონი №4310
- 09.02.2023 კანონი №2556
წინა რედაქცია (28.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა 1. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრას და იმ ბარიერების/დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ეფექტურობას და ენკერგოეფექტურობ-ის ეროვნული სამოქმედო გეგმით (შემდგომ − ეესგ) განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას. 2. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და ინიციატივას, მათ შორის: ა) პროექტების იდენტიფიცირებას, ტექნიკური დახმარებებისა და გრანტების განაწილების სქემების განსაზღვრას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შენობების ენერგოეფექტურობის მარეგულირებული ნორმების მიღებას, მათ შორის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცებას, მშენებლობის სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) საზოგადოების საქმიანი წრეების ცოდნის გაღრმავებას, ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემისთვის წესების დადგენას და ენერგოაუდიტორებისა და ენერგომომსახურების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლებას; დ) ენერგოეფექტურობის შესახებ საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში არსებული მეწარმე სუბიექტებისა და ადმინისტრაციული ორგანოების, ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლებას; ე) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას; [ ე) ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] ვ) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს ქსელებში ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებას და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდას კომბინირებული ციკლის სადგურებზე გადასვლით; ზ) ენერგიის საბოლოო მოხმარების მოწყობილობების, მათ შორის, განათების, ავტომანქანების, ტუმბოების, ძრავებისა და საწარმოების საქვაბეების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას; თ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური წახალისებისა და საგადასახადო შეღავათების განხორციელების მექანიზმების შემოღების ინიციირებას; ი) ზედამხედველობისა და ანგარიშგების მიზნით მრეწველობის, მშენებლობისა და სხვა შესაბამის სექტორებში კვალიფიკაციის, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების სქემების დანერგვას. 3. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების მიერ მისაღებ სარგებელს შემდეგი მიზნების მისაღწევად: ა) განახორციელოს ენერგიის რეალური ღირებულების ამსახველი ფასების განმსაზღვრელი ღონისძიება ისე, რომ არ შემცირდეს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების მოტივაცია; ბ) დ(აამტკიცოს საქართვღებულოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო- 27.06.2024, №4310) მიერ წარდგენილი ეესგ; გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებაში სამაგალითო როლი შეასრულოს; დ) ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებით ხელი შეუწყოს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებას; ე) გააძლიეროს საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობა; ვ) აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები. 4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ვალდებულია: ა) ენერგოეფექტურობის პოლიტიკა განახორციელოს ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და (სახელმწიფო) უწყებებთსან და კერძო სექტორთან კოორდინაციით; ბ) შეიმუშაოს ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას; გ) შეიმუშაოს ეკესგ, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს, და იეს გი დეგმა სამტქართველოს კიცანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; დ) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესების მიზნითლად განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას; ე) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესების მიზნილად თ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას; ვ) განახორციელოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა და წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარუდგინოს მათ ანგარიშები; ზ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების წასახალისებილად ს მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რათა სახელმ წიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ზ.ა) დამოუკიდებლად ან/და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრ-ირებული გეგმის ფარგლებში შეიმუშაონ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავსონ ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების კონკრეტულ მიზნები, შესა დბამისი ქმედებებს; ზ.ბ)ი და ენერგოეფექტურობის სამოქმწვლილი; ზ.ბ) ედო გკეგმა-ში ასახონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; ზ.გ) შესაბამის შემთხვევებში გამოიყენონ ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებები გამოიყენონ შენობის განახლების დაფინანსებისთვის და გრძელვადიან პერიოდში ენერგოეფექტურობის გრძელვადიანი შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის; ზ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ხარჯეფექტურობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტი, მომსახურება და შენობა. 5. ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას: ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემასა და ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის მისაღწევად წამახალისებელი ღონისძიების შერჩევის კრიტერიუმების დადგენას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; ბ) პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს, ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად; გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას, ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიასა და პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს ერთობლივად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ყოველ 3 წელიწადში ყოველწლიური ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენას საბოლოო მომხმარებლის თვის წინა 3 წელიწადში მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები ყოველი მომდევნო წლისთვის დგინდება ეესდგ-ით აენ სამინისტროს კა. ენონქვემდებარე ნგორმატიული აქტით და განისაზღვროგება შემდეგნაირად: ა) ეეს გ-ის დამტკიცების მომდევზნო წე ლს − ეესგ-ის დამტკიცებამდჩვე წინა 3 წელიწადში საბოლოო მომხმარებლი სთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,5%-ის ოდენობით; ბ)ა ეკესგ-ის დამტკიცებიდან მეს ყორვე წელს − ეესგ-ი ს დამტკიცებაომდე წივნა 3ო წელიწადში საბოლოო მომხმარებლისთვის მიყიდული ენერა განიის საშუალო მაჩზღვრენებლის 0,5%-ის ოდა ენობით; გ) კეესგ-ის დამტკიცებიდან მესამე წელს − ეესგ-ის დამტკიცებამდე წინა 3 წელიწადში ენერგიის საბოლოო მომხმარებლის თვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,78%-ის ოდენობით. 7. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა, შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო სახსრების ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება განსაზღვრავდეს ენერგიის გამანაწილებლისა და ენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას, ამ სქემის შესაბამისად უზრუნველყმიაღწიონ ენერგოდანაზოგების მიღწევა: ა) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების შემცირების პროგრამებით; ბ) საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების პროგრამით, საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის მიმწოდებლის დაუბრკოლებლად შეცვლით. 8. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში მიღწეული ენერგოდანაზოგების რაოდენობა და შესაბამისი გრაფიკი განისაზღვრება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები არ ავალდებულებს ენერგიის მიმწოდებელსა და ენერგიის გამანაწილებელს გაყიდული ენერგიის აბსოლუტური რაოდენობის შემცირებას. ენერგიის მიმწოდებელმა და ენერგიის გამანაწილებელმა ენერგოდანაზოგებს შეიძლება მიაღწიონ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საკუთარი საბოლოო მომხმარებლის ან ენერგომომსახურების ბაზრის სხვა მონაწილეების, მათ შორის, სხვა ენერგიის მიმწოდებლის საბოლოო მომხმარებლის, წახალისებით. 9. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები და ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ენერგოდანაზოგების რაოდენობებს. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების მიზანია ეკესგ-ით გათვალისწინებული კონკრეტული ტექნიკური/საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: ა) მრეწველობაში ენერგოაუდიტების განხორციელებასთან ერთად სავალდებულო ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სასწავლო − -სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვა; გ) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის სტანდარტების,ა და ნორმებისა და ენერგოეტიკეტირების სქემების დანერგვა. 10. სამინისტრო ვალდებულია ეესგ-ის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (შემდგომ − სამდივნო) წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ანგარიში პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგოდანაზოგების მოთხოვნილი რაოდენობების მიღწევისა და იმავე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ - 27.06.2024, №4310).