1. ყოველ ენერგოობიექტზე ხელმძღვანელის ბრძანებით უნდა იყოს დანიშნული ენერგოდანადგარის ყველა ელემენტის მდგომარეობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე განსაზღვრული პერსონალის თანამდებობრივი მოვალეობები შემდეგი მიმართულებით:

ა) ტექნოლოგიური პროცესების მართვა;

ბ) დანადგარების, შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე მონიტორინგის ორგანიზება;

გ) ობიექტის უსაფრთხო და ეკონომიური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად ღონისძიებათა შემუშავების და მათი შესრულების აღრიცხვის ორგანიზება;

დ) დანადგარების ექსპლუატაციის, რემონტისა და გაწყობის დროს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების დაცვის კონტროლი.

2. ყველა ტექნოლოგიური სისტემა, მოწყობილობა, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, ენერგოობიექტის შემადგენლობაში შემავალი ყველა ჰიდრონაგებობა, ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ შემოწმებას. შემოწმება უნდა ჩატარდეს მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით დადგენილ ვადებში, მაგრამ არანაკლებ, ვიდრე 5 წელიწადში ერთხელ. ტექნიკური შემოწმების შედეგები უნდა იყოს შეტანილი ენერგოობიექტის ტექნიკურ პასპორტში. ენერგოობიექტის პერიოდულ ტექნიკურ შემოწმებას აწარმოებს ენერგოობიექტის კომისია ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის თავმჯდომარეობით. კომისიის შემადგენლობაში შედიან ენერგოობიექტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და სპეციალისტები. ასევე კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ მოწვეულმა სპეციალისტებმა. ტექნიკური შემოწმების მიზანს წარმოადგენს ენერგოდანადგარის და შენობა-ნაგებობის (შენობა-ნაგებობების) მდგომარეობის შეფასება, აგრეთვე ენერგოდანადგარის დადგენილი რესურსის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების განსაზღვრა.

მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური შემოწმების მოცულობაში უნდა იყოს შეტანილი: გარე და შიგა დათვალიერება, ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება, მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების გამოცდები უსაფრთხო მუშაობის პირობებთან შესაბამისობაზე (ჰიდრავლიკური გამოცდები, დამცავი სარქველების დარეგულირება, უსაფრთხოების ავტომატების, ამწე მექანიზმების, დამიწების კონტურების და ა.შ. გამოცდები). ტექნიკური შემოწმების შედეგები უნდა იყოს შეტანილი ენერგოობიექტის ტექნიკურ პასპორტში.

3. შენობა-ნაგებობების ტექნიკური შემოწმების შედეგების მიხედვით დგინდება ტექნიკური გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობა. შენობა-ნაგებობების ტექნიკური გამოკვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს ავარიასაშიში დეფექტებისა და დაზიანებების გამოვლენა და საიმედო და უსაფრთხო ექსპლუატაციის აღსადგენად ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება.

4. ენერგოდანადგარის ექსპლუატაციის პროცესში ავარიასაშიში დეფექტების გამოვლენის, ასევე ტექნიკური შემოწმების ვადების დარღვევის შემთხვევებში ენერგოდანადგარის ექსპლუატაცია აკრძალულია.

5. მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივ კონტროლს უნდა აწარმოებდეს ენერგოობიექტის ოპერატიული და ოპერატიულ-სარემონტო პერსონალი.

კონტროლის მოცულობა დგინდება ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

6. მოწყობილობების, შენობა‑ნაგებობების პერიოდულ დათვალიერებებს უნდა აწარმოებდეს მათ მდგომარეობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირები.

დათვალიერებების პერიოდულობა დგინდება ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ. დათვალიერების შედეგები უნდა ფიქსირდებოდეს სპეციალურ ჟურნალში.

7. მოწყობილობების, შენობა‑ნაგებობების მდგომარეობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მაკონტროლებელი პირები უნდა უზრუნველყოფდნენ ენერგოობიექტების ექსპლუატაციისას ტექნიკური პირობების დაცვას, მათი მდგომარეობის აღრიცხვას, ელექტროდანადგარების და მათი ელემენტების მუშაობაში უარების გამოკვლევასა და აღრიცხვას, საექსპლუატაციო და სარემონტო დოკუმენტაციის წარმოებას.

8. ენერგოობიექტების მუშაკებმა, რომლებიც ახორციელებენ ენერგოობიექტების მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაზე ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მონიტორინგს, უნდა უზრუნველყონ:

ა) ენერგოდანადგარების ექსპლუატაციიისას დარღვევების გამოკვლევის ორგანიზება;

ბ) მოწყობილობების მუშაობაში ტექნოლოგიური დარღვევების აღრიცხვა;

გ) ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და მდგომარეობის კონტროლი;

დ) პროფილაქტიკური ავარიასაწინააღნდეგო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულების აღრიცხვა;

ე) პერსონალთან მუშაობის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებ