1. მართვის ავტომატიზირებული სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს ენერგოობიექტის ოპერატიულ-დისპეტჩერულ, საწარმოო-ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ-ეკონომიკურ მართვის ამოცანების გადაწყვეტას. ამ ამოცანების შესრულება ხორციელდება:

ა) ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემებით;

ბ) დისპეტჩერული მართვის ავტომატიზირებული სისტემებით;

გ) წარმოების მართვის ავტომატიზირებული სისტემებით.

2. 50 მვტ და მეტი დადგმული სიმძლავრის ენერგობლოკების მქონე ყოველ თბოელექტროსადგურში, 13 მვტ და მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ყოველ ჰიდროელექტროსადგურში და ყოველ ორგანიზაციაში, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელს, უნდა ფუნქციონირებდეს ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემა. ადგილობრივი პირობებიდან, ეკონომიკური და საწარმოო მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემებით შესაძლებელია იმ ელექტროსადგურების აღჭურვა, რომელთა დადგმული სიმძლავრე აღნიშნულზე ნაკლებია.

3. ელექტრული ქსელის ექსპლუატაციის განმხორციელებიელი ყოველი ორგანიზაციის სადისპეტჩერო პუნქტებში, ენერგოსისტემის დისპეტჩერული მართვის ორგანოებში უნდა ფუნქციონირებდეს დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემა.

4. მართვის ავტომატიზებული სისტემების ექსპლუატაცია სავალდებულოა მიმდინარეობდეს ენერგოსისტემის მართვის ავტომატიზებული სისტემების დამუშავების, დანერგვისა და ექსპლუატაციის ნორმატიული დოკუმენტაციებითა და სტანდარტებით.

5. ენერგოსისტემაში უნდა ფუნქციონირებდეს წარმოების მართვის ავტომატიზებული სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვიტონ შემდეგი ტიპური ამოცანების კომპლექსები:

ა) დისპეტჩერული მართვის;

ბ) საწარმოო-ტექნიკური საქმიანობის მართვის;

გ) ტექნიკურ-ეკონომიკური დაგეგმვის;

დ) ენერგომოწყობილობებისა და დანადგარების რემონტის მართვის;

ე) ენერგოწარმოების განვითარების მართვის;

ვ) პროდუქციის ხარისხის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის მართვის;

ზ) მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მართვის;

თ) სათბობით მომარაგების მართვის;

ი) ტრანსპორტისა და ტვირთის გადაზიდვის მართვის;

კ) ადამიანთა რესურსების მართვის;

ლ) საექსპლუატაციო პერსონალის მომზადების;

მ) საბუღალტრო აღრიცხვის;

ნ) საერთო მართვის.

6. ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემები, დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემები და წარმოების მართვის ავტომატიზირებული სისტემები შესაძლებელია ფუნქციონირებდეს დამოუკიდებლად, როგორც ენერგოსისტემის ინტეგრირებული მართვის ავტომატიზებული მართვის სისტემის ქვესისტემები.

7. ენერგოსისტემაში, ენერგოობიექტებზე, ორგანიზაციებში მართვის ავტომატიზებული სისტემების ცალკეული ფუნქციონალური ამოცანების კომპლექსების შერჩევა უნდა მოხდეს საწარმოო და ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არსებული ტიპური პროექტების და გამოყენებითი პროგრამის პაკეტების რაციონალური გამოყენებისა და ტექნიკური საშუალებების შესაძლებლობების გათვალისწინებით.

8. მართვის ავტომატიზებული სისტემების კომპლექსის ტექნიკური საშუალებების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს:

ა) ინფორმაციის შეგროვების და გადაცემის საშუალებები;

ბ) ინფორმაციის დამუშავებისა და ასახვის საშუალებები;

გ) მართვის საშუალებები;

დ) დამხმარე სისტემები.

9. მართვის ავტომატიზებული სისტემების ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა მოხდეს დადგენილი წესით მიმღები კომისიის აქტის საფუძველზე. მას-ის ექსპლუატაციაში შეყვანას შესაძლებელია წინ უძღვოდეს მისი საცდელი ექსპლუატაცია, არა უმეტეს 6 თვის ხანგრძლივობით. მას-ის შექმნა და ექსპლუატაციაში შეყვანა შეიძლება მოხდეს ერთ ან ორ რიგად. მას-ის ექსპლუატაციაში მიღება უნდა მოხდეს გასაშვები რიგისათვის გათვალისწინებული ყველა ამოცანის ექსპლუატაციაში მიღების დამთავრების შემდეგ.

10. მართვის ავტომატიზებული სისტემების ექსპლუატაციის ორგანიზაციისას პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებების კომპლექსის მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფების ვალდებულებები უნდა იყოს განსაზღვრული ენერგოობიექტების, ორგანიზაციების ან მართვის სხვა ორგანოების ხელმძღვანელების ბრძანებით. ყოველი ქვედანაყოფის მომსახურებაში შემავალი მოწყობილობების ჩამონათვალი მომსახურების საზღვრების ჩვენებით დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ენერგოობიექტის ან ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.

11. მართვის ავტომატიზებული სისტემების მომსახურე ქვედანაყოფებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) მართვის ავტომატიზებული სისტემების ინფორმაციული და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებების საიმედო ექსპლუატაცია;

ბ) მართვის სისტემის სრულყოფა და განვითარება. ახალი ამოცანების დანერგვის, ექსპლუატაციაში მყოფი პროგრამების მოდერნიზაციის, საწყისი ინფორმაციის შეგროვებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ათვისების გზით;

გ) ნორმატიულ-საცნობარო კლასიფიკატორების წარმოება;

დ) მართვის ავტომატიზებული სისტემების იერარქიულ დონეებს შორის ინფორმაციული ურთიერთქმედების ორგანიზაცია;

ე) მართვის ავტომატიზებული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნორმატიული დოკუმენტების დამუშავება;

ვ) მართვის ავტომატიზებული სისტემების მუშაობის და მისი ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზი, ანგარიშების დროული წარდგენა.

12. ყოველი მართვის ავტომატიზირებული სისტემის მომსახურე პერსონალმა, საპროექტო და საქარხნო დოკუმენტაციის გარდა, უნდა აწარმოოს ტექნიკური და საექსპლუატაციო დოკუმენტაცია, ორგანიზაციის (ენერგოობიექტის) ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით.

13. მართვის ავტომატიზებული სისტემის ტექნიკური საშუალებების სამონტაჟო-პროფილაქტიკური სამუშაოები უნდა სრულდებოდეს დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, მათი რემონტში გამოყვანის წესი უნდა განისაზღვროს დამტკიცებული დებულებით.

14. ორგანიზაციების, ენერგოობიექტების დისპეტჩერული მართვის ორგანოების ხელმძღვანელობა უნდა აკეთებდეს მართვის ავტომატიზირებული სისტემების ფუნქციონირების და ეფექტიანობის ანალიზს; ახორციელებდეს მათი ექსპლუატაციის კონტროლს და შეიმუშავებდეს მართვის ავტომატიზირებული სისტემის სრულყოფის და დროული ტექნიკური გადაიარაღების ღონისძიებებ