1. ენერგოობიექტებზე შენობა-ნაგებობები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს მათ დანიშნულებისამებრ ხანგრძლივ საიმედო გამოყენებას, სანიტარიულ-ტექნიკური ნორმების დაცვას და პერსონალის შრომის უსაფრთხოებას.
2. ენერგოობიექტებზე ორგანიზებული უნდა იყოს ადგილობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული მოცულობით სისტემატური დაკვირვება შენობა-ნაგებობებზე მათი ექსპლუატაციის პერიოდში. სისტემატურ დაკვირვებებთან ერთად წელიწადში 2-ჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) უნდა ჩატარდეს შენობა-ნაგებობების დათვალიერება მათზე დეფექტების და დაზიანებების გამოსავლენად, ხოლო სტიქიური უბედურების (ქარიშხალი, კოკისპირული წვიმები და დიდთოვლობა, ხანძრები, 4-ბალიანი და მეტი ძალის მიწისძვრები და ა.შ.) ან ავარიის შემდეგ – რიგგარეშე დათვალიერება, რომლის შედეგების მიხედვით განისაზღვრება ცალკეული სამშენებლო კონსტრუქციების ან მთელი შენობა-ნაგებობის ტექნიკური გამოკვლევის აუცილებლობა. ძირითადი საწარმოო შენობა-ნაგებობების სამშენებლო კონსტრუქციები ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია ენერგოობიექტის ხელმძღვანელის მიერ, ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას. საწარმოო შენობა-ნაგებობები, რომლებიც ექსპლუატაციაში არიან 25 წელზე მეტი დროის განმავლობაში, მათი მდგომარეობის მიუხედავად, უნდა იქნენ კომპლექსურად გამოკვლეული მათი გამძლეობის, მდგრადობის და საექსპლუატაციო საიმედოობის შეფასებით, ხოლო შემდგომში-აუცილებლობის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
3. საგაზაფხულო ტექნიკური დათვალიერებისას უნდა დაზუსტდეს შენობა-ნაგებობების სანიტარულ-ტექნიკური სისტემების ზაფხულის პერიოდისათვის გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების მოცულობა და დადგინდეს მომავალი წლის გეგმაში შესატანი კაპიტალური რემონტის სამუშაოების მოცულობა. საშემოდგომო ტექნიკური დათვალიერებისას უნდა შემოწმდეს შენობება - ნაგებობების მომზადება ზამთრის პერიოდისათვის.
4. ელექტროსადგურებში უნდა იყოს ორგანიზებული დაკვირვება შენობება-ნაგებობების და მოწყობილობების (ტურბოაგრეგატების, ქვაბების, მკვებავი ტუმბოების და სხვა) საძირკვლების ჯდომაზე: ექსპლუატაციის პირველ ორ წელს - 2-ჯერ წელიწადში, შემდგომში საძირკვლების ჯდომის სტაბილიზაციამდე - წელიწადში ერთხელ, სტაბილიზაციიის შემდეგ (წელიწადში 1 მმ და ნაკლები) - არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
5. ელექტროსადგურების საკვამლე მილები და აირსატარები წელიწადში 2-ჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) უნდა დათვალიერდეს გარედან; საკვამლე მილების გარეგანი და შინაგანი დათვალიერება უნდა მოხდეს ექსპლუატაციაში შეყვანიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო შემდგომ - აუცილებლობის მიხედვით, მაგრამ არა ნაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
6. შენობა-ნაგებობებზე და მოწყობილობების საძირკვლებზე დაკვირვებისას უნდა კონტროლდებოდეს მოძრავი საყრდენების, ტემპერატურული ნაკერების, მეტალოკონსტრუქციების შენადუღი, მოქლონური და ჭანჭიკური შეერთებების, ასაწყობი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების პირაპირების და ჩატანებული დეტალების, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების არმატურის და ბეტონის (კოროზიის და დეფორმაციის გამოვლენისას), ამწისქვეშა კონსტრუქციების და იმ უბნების მდგომარეობა, რომლებიც განიცდიან დინამიურ და თერმულ ზემოქმედებას.
7. სამშენებლო კონსტრუქციებში ბზარების, ტეხილებისა და დაზიანების სხვა გარეგანი ნიშნების აღმოჩენისას ამ კონსტრუქციებზე უნდა დაწესდეს მეთვალყურეობა ნიშნულების და ინსტრუმენტული გაზომვების საშუალებით; მონაცემები დეფექტის შესახებ შეტანილი უნდა იყოს შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის ჟურნალში, გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრის ვადების ჩვენებით.
8. აკრძალულია სამშენებლო კონსტრუქციებში ხვრელების გაყვანა, ტექნოლოგიური მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, მილსადენისა და სხვა მოწყობილობების ჩამოკიდება და დამაგრება, კარკასის კავშირების ამოჭრა, აგრეთვე სარეზერვო მოწყობილობების და სხვა ნამზადებისა და მასალების შენახვა საპროექტო ორგანიზაციასთან ან შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირთან შეუთანხმებლად. დამატებითი დატვირთვების, ღობეების, ხვრელების მოწყობა დასაშვებია მხოლოდ სამშენებლო კონსტრუქციების ხელახალი გაანგარიშების ჩატარების და თუ ეს აუცილებელია, კონსტრუქციის გამაგრების შემდეგ. გადახურვის ყოველი უბნისათვის საპროექტო მონაცემების საფუძველზე უნდა იყოს განსაზღვრული ზღვრული დასაშვები დატვირთვები და ნაჩვენები თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფირნიშებზე.
9. შენობა-ნაგებობების ლითონის კონსტრუქციები დაცული უნდა იყოს კოროზიისაგან და მოეწყოს ანტიკოროზიული დაცვის ეფექტურობის კონტროლი.
10. ენერგოობიექტის სათავსოების და მოწყობილობების შეღებვა უნდა აკმაყოფილებდეს სამრეწველო ესთეტიკის, სანიტარიის, მილსადენების განმასხვავებელი შეფერილობის შესახებ ინსტრუქციების მოთხოვნებს. შენობების ფასადების, ძირითადი სათავსოების ინტერიერების საპროექტო გადაწყვეტილებებიდან გადახვევა უნდა შეთანხმდეს საპროექტო ორგანიზაციასთან.
11. სამშენებლო კონსტრუქციები, შენობება-ნაგებობებისა და მოწყობილობების საძირკვლები დაცული უნდა იყოს მინერალური ზეთების, მჟავების, ტუტეების, ორთქლისა და წყლის ზემოქმედებისაგან.
12. გათბობისა და ვენტილაციის სისტემების ტექნიკური მდგომარეობა და მათი მუშაობის რეჟიმები უნდა უზრუნველყოფდეს საჰაერო გარემოს ნორმირებულ პარამეტრებს, ენერგეტიკული მოწყობილობების მუშაობის საიმედოობას და გადამღობი კონსტრუქციების ხანგამძლეობას. სისტემების ექსპლუატაცია უნდა ხორციელდებოდეს ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
13. აკრძალულია სათბობმიმწოდებელი ტრაქტის ჰიდრავლიკური დასუფთავება ნაგებობებში 5OC-ზე დაბალი ტემპერატურისას, აგრეთვე ნაგებობების შიდა ზედაპირების მოპირკეთების და ნაკერების ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში. სათბობმიმწოდებელი ტრაქტის ჰიდრავლიკური დასუფთავება უნდა იყოს ორგანიზებული ტექნიკური ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.
14. შენობა-ნაგებობების ბაქნები, კონსტრუქციები და სატრანსპორტო გადასასვლელები მუდმივად უნდა იყოს გამართულ და სუფთა მდგომარეობაში. სათავსოებსა და მოწყობილობებზე არ უნდა იყოს დაშვებული მტვრის დაგროვება.
ელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალთა მეურნეობა. ჰიდროტექნიკური დანადგარე