1. ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციის დროს ენერგოსისტემის ოპტიმალური დატვირთვის გრაფიკის დაფარვაში ჰესების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის ენერგიის და ჰიდროაგრეგატების დადგმული სიმძლავრის შესაძლო მაქსიმალური გამოყენებით.

ჩამონადენი წყლების მარეგულირებელი წყალსაცავიანი ელექტროსადგურისათვის არსებული წესების შესაბამისად ენერგოობიექტის ხელმძღვანელის მიერ უნდა შემუშავდეს წყალსაცავის წყლის რესურსების გამოყენების და წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციები. ამ წესების გადასინჯვა ხდება საექსპლუატაციო მონაცემების დაგროვების საფუძველზე, მაგრამ არანაკლებ 10 წელიწადში ერთხელ, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ ჩატარდება ჰიდროკვანძის ნაგებობების ისეთი სახის რეკონსტრუქცია, რომელიც გავლენას მოახდენს წყლის რეჟიმების მართვაზე.

2. ელექტროსადგურებისთვის, რომელთა წყალსაცავები გამოიყენება კომპლექსურად, შედგენილი უნდა იყოს წყალმეურნეობის წლიური გეგმა, რის მიხედვითაც განსაზღვრული იქნება ცალკეული მომხმარებლების მიერ წყლის გამოყენების ყოველთვიური რაოდენობა; წყალმეურნეობის გეგმა უნდა ზუსტდებოდეს ყოველი კვარტლისა და თვის მიხედვით, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების მიერ წარმოდგენილი ჩამონადენი წყლების საპროგნოზო მონაცემების საფუძველზე.

ენერგოსისტემაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის ან კასკადის არსებობის შემთხვევაში ჩამონადენი წყლების რეგულირება უნდა წარიმართოს ისე, რომ სხვა წყალმომხმარებლების მოთხოვნილებების გათვალისწინებასთან ერთად მიღებული იყოს მაქსიმალური ჯამური ენერგეტიკული (სათბობის და სიმძლავრის) ეფექტი.

3. წყალდიდობის დაწყებამდე წყალსაცავის დონის წინასწარი დაწევისა და შემდგომი შევსების რეჟიმმა უნდა უზრუნველყოს:

ა) წყალდიდობის პერიოდში წყალსაცავის შეტბორვის ნორმალურ დონემდე შევსება. ამ წესიდან გადახვევა დაიშვება მხოლოდ წყალმეურნეობის კომპლექსის განსაკუთრებული მოთხოვნის შემთხვევაში და წლიური რეგულირების წყალსაცავებისათვის;

ბ) ნაგებობის მეშვეობით ყინულისა და ჭარბი წყლის გადაგდების, აგრეთვე ჩამონატანის გატარების ხელსაყრელი პირობების შექმნა;

გ) ნაოსნობის, თევზის მეურნეობის, მორწყვის და წყალმომარაგებისთვის აუცილებელი შეთანხმებული ნორმალური პირობები;

დ) არაენერგეტიკულ წყალმომხმარებლებთან შეთანხმებული შეზღუდვების დაცვის ხარჯზე ენერგოსისტემაში მაქსიმალური ენერგეტიკული (სათბობის და სიმძლავრის) ეფექტის მიღება;

ე) ჭარბი წყლის გადაგდების რეგულირება ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხო და საიმედო მუშაობის და წყალდიდობებთან ბრძოლის მოთხოვნების გათვალისწინებით.

არაენერგეტიკული წყალმომხმარებლების ყველა მოთხოვნა, რომელიც ზღუდავს წყალსაცავების დონის დაწევის და შევსების რეჟიმებს, რისი შესრულებაც აუცილებელია წყლის ჩამონადენის რეგულირებისათვის, უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებული და ასახული წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში.

4. ელქტროსადგურის ექსპლუატაციაში გადაცემის დროს საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია მესაკუთრეს (დამკვეთს) გადასცეს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებული წყალსაცავის წყლის რესურსების გამოყენების და წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციები, აგრეთვე თითოეული წყალგამშვი და წყალსაგდები ნაგებობის ჰიდრავლიკური მახასიათებლები.

ეს ინსტრუქციები და მახასიათებლები უნდა დაზუსტდეს და შეივსოს საექსპლუატაციო მონაცემების დაგროვების საფუძველზე.

5. წყალსაგდებ ნაგებობებში წყლის გაშვება უნდა წარმოებდეს ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად და არ უნდა იწვევდეს ნაგებობის დაზიანებას, აგრეთვე მის მიღმა ფსკერის გარეცხვას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ნაგებობის მდგრადობაზე.

6. ბიეფებში დიდი ტალღების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად წყალსაგდებ ნაგებობებში გამავალი წყლის ხარჯის ცვლილება უნდა წარმოებდეს თანდათანობით. წყლის ხარჯის ცვლილების სიჩქარე უნდა განისაზღვროს ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფში მოსახლეობის და სახალხო მეურნეობის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით. წყლის ხარჯის მოსალოდნელი მკვეთრად შეცვლის შესახებ წინასწარ გაფრთხილებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

ჰიდროტურბინებში გამავალი წყლის ხარჯის ცვლილების სიჩქარე, როგორც წესი, რეგლამენტირებული არ არის და მისი ცვალებადობის შესახებ გაფრთხილება არ გაიცემა, თუ ჰიდროელქტროსადგურის ექსპლუატაციიის პირობები არ ითვალისწინებს რაღაც განსხავებულს.

7. ყინვების პერიოდის დადგომამდე და ყინულის წარმოშობამდე უნდა შემოწმდეს და შეკეთდეს თოშსაგდებები და თოშსაწვდომები, ნაგვისა და ნატანისგან გაიწმინდოს წყალმიმღები მოწყობილობები და წყალმიმყვანი არხები, ცხაურები და ჩამკეტების კილოები გასათბობი მოწყობილობების ჩათვლით. შემოწმდეს თოშის მაუწყებელი სიგნალიზატორები და მიკროთერმომეტრები.

8. ყინულსაფარების მასიურ ზემოქმედებაზე გაუთვლელი ნაგებობები ზამთრის განმავლობაში დაცული უნდა იქნენ ყინულის დატვირთვის შემამცირებელი საიმედო ღონისძიებებით.

9. თოშის წინააღმდეგ საბრძოლველად ყინულის მყარსაფარიანი მდინარეების წყალსაცავეებსა და შემტბორ ბიეფებში უნდა ტარდებოდეს ყინულის სწრაფად წარმოქმნის ხელშემწყობი ღონისძიებები: წყალსაცავებში წყლის დონის მუდმივად შენარჩუნება შესაძლო მაქსიმალურად მაღალ ნიშნულებზე და ელექტროსადგურების მიერ წყლის მუდმივი ართმევა ჰიდროაგრეგატებსა და ტუმბოებში შესაძლო მინიმალური ხარჯის გატარებისას. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ჰიდროელექტროსადგურების სრული გაჩერება.

10. იმ მდინარეებზე, რომლებზეც ყინულსაფარები არ წარმოიქმნება, თოში უნდა გატარდეს ჰიდროელექტროსადგურების ტურბინებში (ჩამჩიანი ტურბინების გამორიცხვით), ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში – ტურბინების გვერდის ავლით და თოშსაგდებებში წყლის მინიმალური ხარჯის გატარებით. თოშის გადაგდების წესი განისაზღვრება ადგილობრივი ინსტრუქციით. დიდ წყალსაცავებზე თოში უნდა დაგროვდეს ზედა ბიეფში.

11. თოშსვლის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების არხების მუშაობის რეჟიმები უნდა გამორიცხავდეს ყინულხერგილებით არხის კვეთის მთლიანად გადაკეტვას და უზრუნველყოფდეს წყლის უწყვეტ დინებას. ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, არხის რეჟიმმა უნდა უზრუნველყოს თოშის ტრანზიტი მთელ ტრასაზე, ან ერთდროულად მისი ნაწილობრივი აკუმულირება. დასაშვებია თოშის დაგროვება სალექარებში (შემდგომი ჩარეცხვით) და დღეღამური რეგულირების აუზებში.

თოშტრანზიტულ რეჟიმებში სამუშაოდ არხების მომზადების დროს მოცილებულ უნდა იქნენ დინების შემზღუდველი მოწყობილობები (ცხაურები, ჯორგსაჭერები და სხვები).

12. ყინვების დაწყების წინა და ყინვების პერიოდებში წყლის გადამეტცივების ნიშნების დროულად აღმოჩენის მიზნით ორგანიზებული უნდა იყოს წყალართმევის წერტილებში წყლის ტემპერატურის სისტემატური (დღე-ღამეში ერთხელ მაინც) გაზომვები. გათბობის სისტემების და ცხაურების ყინულისგან გამწმენდი მოწყობილობების ჩართვის მიმდევრობა განისაზღვრება ადგილობრივი ინსტრუქციით.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც გატარებული ღონისძიებები (გაწმენდა, გათბობა) არ არის საკმარისი ცხაურების თოშით დაგმანვის და მათზე წნევათა საშიში სხვაობების წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს ტურბინების (ან ტუმბოების) რიგ-რიგობით გაჩერება. ცალკეული შემთხვევის ტექნიკური დასაბუთების საფუძველზე დაიშვება ცხაურების ნაწილობრივი ან მთლიანი მოხსნით თოშის ტურბინებში გატარება. ამასთანავე, მიღებული უნდა იყოს ზომები ტექნიკური წყალმომარაგების სისტემის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.

14. ჰიდროტექნიკური ნაგებობების საშუალებით ყინულის გატარება უნდა ხდებოდეს ყინულსაშვი ფრონტის მაქსიმალური გამოყენებით და ყინულსაგდები ხვრელების ზღურბლზე საკმაო წყლის ფენის უზრუნველყოფით.

ყინულსვლის პერიოდში ყინულხერგილების წარმოშობის საშიშროების დროს და ნაგებობებზე ყინულის დიდი მასების დარტყმების თავიდან აცილების მიზნით ორგანიზებული უნდა იყოს დაკვირვებების დროებითი საგუშაგოები და მიღებული იყოს ღონისძიებები ყინულხერგილების სალიკვიდაციოდ ყინულსაფარების დაქუცმაცებით.

15. ინტენსიურად დალამვადი წყალსაცავების, აუზებისა და არხებისთვის უნდა დამუშავდეს ნატანთან ბრძოლის ადგილობრივი ინსტრუქცია.

16. ინტენსიურად დალამვად წყალსაცავებში წყალდიდობის დროს წყლის გატარებისას რეგულირების საპროექტო პრიზმის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს შესაძლოდ უმდაბლესი დონეები, მაგრამ იმ პირობით, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა მომხმარებლებისთვის ზიანის მიყენება. ასეთი წყალსაცავების შევსება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება გვიან, წყალდიდობის კლების პერიოდში.

17. წყალსაცავების, ბიეფების, აუზების და არხების დალამვის შემცირებისთვის აუცილებელია:

ა) მუშაობის ისეთი რეჟიმების დაცვა, რომლებიც იძლევიან მყარი ჩამონადენის მაქსიმალური ტრანზიტის შესაძლებლობას;

ბ) მეტისმეტად ამღვრეული წყლის მოდინების პერიოდში არხებმა უნდა იმუშაონ წყლის შესაძლო მაქსიმალური ხარჯით და თითქმის უცვლელი რეჟიმით;

გ) ბიეფების, წყალსაცავების და წყალმიმღებების გარეცხვა, სალექარებში წყლის გაკამკამება, ნაპირსამაგრი და ნატანის შემაკავებელი მოწყობილობების გამოყენება ან ნატანის მექანიკური საშუალებებით მოცილება;

დ) დღე-ღამური რეგულირების წყალსაცავების ბიეფების ყოველდღიური დამუშავება შესაძლო მინიმალურ ნიშნულამდე.

18. პერიოდებში, როდესაც არ ხდება მდინარის სრული ხარჯის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გამოყენება, ჭარბი წყალი გამოყენებული უნდა იყოს კაშხლის ქვედა ბიეფში ნატანის ჩასარეცხად და წყალმიმღები მოწყობილობების ზღურბლების გასარეცხად.

19. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია წყალმიმღების ზღრუბლთან დაგროვილი ნატანის წყალმიმღებ ნაგებობებში მოხვედრა, უნდა ჩატარდეს მათი ხანმოკლე ინტენსიური ჩარეცხვა. თუ არ არის ჩარეცხვის შესაძლებლობა ან იგი არაეფექტურია, ნატანის მოცილება უნდა მოხდეს მექანიზმების გამოყენებით.

უკაშხლო წყალართმევის ელექტროსადგურებში წყალამრთმევი ნაგებობების გარეცხვის მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს ნაკადის ადგილობრივად შევიწროების მოწყობა, რათა ნატანის დანალექი ჩაირეცხოს წყლის გაზრდილი სიჩქარეების ზემოქმედებით.

20. ინტენსიურად დალამვადი წყალსაცავის მდგომარეობაზე დაკვირვება და ნატანის მოცილება ორგანიზებული უნდა იყოს მცირე და საშუალო მოცულობის დალამვადი წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესაბამისად და გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით.

21. ელექტროსადგურების სალექარებში მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს წყლის გაკამკამება. სალექარების ან მათი ცალკეული კამერების სარემონტოდ გამორთვა დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც წყალს მოაქვს უმნიშვნელო რაოდენობის და ისეთი ნატანი, რომელიც არ ქმნის ტურბინების და სხვა მოწყობილობების ცვეთის საფრთხეს.

22. ელექტროსადგურების ბალანსზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების წყალსაცავები შესაბამის ტექნიკურ და სანიტარიულ მდგომარეობაში უნდა შენარჩუნდნენ საექსპლუატაციო პერსონალის ძალებით.

წყალსაცავების სანიტარიულ და ტექნიკურ მდგომარეობას უზრუნველყოფს წყალდაცვის ზონების და სანაპიროს დამცავი ზოლების შექმნა.

წყალდაცვის ზონების და სანაპიროს დამცავი ზოლების საზღვრები ზუსტდება შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.

ასეთ წყალსაცავებზე უნდა მიმდინარეობდეს შემდეგი სახის დაკვირვებები: დალამვასა და წყალმცენარეების ამოზრდაზე, ნაპირების გადამუშავებაზე, წყლის ხარისხზე, ტემპერატურულ და ყინულწარმოქმნის რეჟიმებზე, ამ წყალსაცავების წყალდაცვის ზონების ფარგლებში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულებაზე.

23. კრიოლიტოზონებში განთავსებულ წყალსაცავებზე დაკვირვებები უნდა ტარდებოდეს წყალსაცავის კალაპოტში, წყალსაცავის დამუშავების ზონაში, სანაპირო და მის მიმდებარე ზონებში მიმდინარე კრიოგენულ პროცესებსა და დეფორმაციებზე, აგრეთვე წყალსაცავის ტევადობის ცვალებადობაზე.

წყალსაცავის შევსების დაწყებიდან 5 წლის შემდეგ და შემდეგ მისი ექსპლუატაციის ყოველ მომდევნო 10 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს წყალსაცავის მდგომარეობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შემუშავდეს ჰიდროკვანძის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის უზრუნველმყოფელი ღონისძიებები.

24. ელექტროსადგურების ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის ამოცანებში შედის:

ა) ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემების მიღება ელექტროსადგურის ოპტიმალური მუშაობის რეჟიმით წარმართვის, წყლის რესურსების გამოყენების დაგეგმვისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების და წყალსაცავების სწორად ექსპლუატაციის მიზნით;

ბ) ელექტროსადგურებში წყლის რესურსების გამოყენების კონტროლი;

გ) წყლის ჩამონადენის რეგულირების, წყალდიდობის ხარჯის გატარების, ირიგაციის და წყალმომარაგების ხარჯების, სანიტარიული ნორმების დაცვის უზრუნველყოფის და სხვა მიზნებისათვის მონაცემების მიღება;

დ) სტიქიური მოვლენებისაგან მიყენებული ზარალის აცილების ან შემცირების მიზნით დროულად ღონისძიებების მისაღებად ინფორმაციის მიღება.

25. ჰიდრომეტეოროლოგიის ორგანოებიდან ელექტროსადგურები რეგულარულად უნდა ღებულობდნენ:

ა) ჩამონადენის შესახებ ცნობებს (წყლის ხარჯი, დონე და ტემპერატურა, ყინულის მოვლენები, ნატანის რაოდენობა);

ბ) მრავალწლიური, წლიური და სეზონური რეგულირების წყალსაცავების წყლის ბალანსებს;

გ) მეტეოროლოგიურ მონაცემებს (ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ნალექების რაოდენობა, ქარის მიმართულება და სიჩქარე, ყინულის წარმოქმნა და სხვა);

დ) ელექტროსადგურების ექსპლუატაციისათვის საჭირო ჰიდროლოგიურ და მეტეოროლოგიურ პროგნოზებს;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში წყლის ფიზიკურ, ქიმიურ და ჰიდრობიოლოგიურ მაჩვენებლებს, გაჭუჭყიანების დონის სიდიდეებს, აგრეთვე ამ სიდიდეების მკვეთრად შეცვლის შესახებ ექსპრესინფორმაციას.

26. ყოველი ელექტროსადგურისათვის ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური პროგნოზების მოცულობა და შეტყობინების ვადები, აგრეთვე საშიში მოვლენების შესახებ ცნობების გადაცემის ვადები დადგენილი უნდა იყოს ორგანიზაციების, ენერგოობიექტების მიერ ჰიდრომეტეოროლოგიურ ორგანოებთან ერთად. პროგნოზი და ფაქტობრივი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მოვლენები რეგისტრირებული უნდა იყოს ელექტროსადგურში.

27. ელექტროსადგურებში, ადგილობრივი ინსტრუქციით დადგენილ ვადებში, ორგანიზებული უნდა იყოს შემდეგი დაკვირვებები:

ა) წყლის დონეებზე შემტბორი ნაგებობების ბიეფში, წყალმიმღებ ნაგებობებთან არხებში;

ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების საშუალებით გატარებული, აგრეთვე ტექნოლოგიური მოწყობილობის საჭიროებისათვის გამოყენებული წყლის ხარჯზე;

გ) ნაგებობის მახლობლად წყალსადენის გაყინვის რეჟიმებზე;

დ) წყალში ნატანის რაოდენობასა და წყალსაცავებში მის დალექვაზე;

ე) წყლისა და ჰაერის ტემპერატურაზე;

ვ) გამოყენებული ან გადაგდებული წყლის ხარისხის მაჩვენებლებზე (ადგილობრივი პირობების მიხედვით).

28. ელექტროსადგურების მიერ გამოყენებული წყლის საშუალო დღეღამური ხარჯი უნდა განისაზღვროს ხარჯსაზომი ხელსაწყოების ჩვენებების მიხედვით. ხარჯსაზომი მოწყობილობების უქონლობის შემთხვევაში დროებით, ამ ხელსაწყოების დაყენებამდე, დასაშვებია წყლის ხარჯის განსაზღვრა ტარირებული ტექნოლოგიური მოწყობილობის მახასიათებლის მიხედვით ან სხვა შესაძლო მეთოდები