1. თხევადი სათბობის მეურნეობის ექსპლუატაცია უნდა იყოს ორგანიზებული მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. თხევადი სათბობის მეურნეობის ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეცხელებული და გაფილტრული სათბობის შეუფერხებელი მიწოდება ქვაბ-დანადგარებისა და გაზტურბინიანი დანადგარების დატვირთვების შესაბამისი რაოდენობით და მფრქვევანების ნორმალური მუშაობისთვის საჭირო წნევითა და სიბლანტით.
2. თხევადი სათბობის მილსადენებისთვის და მათი ორთქლის თანამგზავრებისათვის შედგენილ უნდა იყოს დადგენილი ფორმის პასპორტები.
3. ცისტერნების დაცლის შემდეგ მაზუთი ჩამოსასხმელი არხებიდან მთლიანად უნდა ჩამოიღვაროს და არხები იმ ადგილებში, სადაც არ არის გისოსები, დაიხუროს სახურავებით.
მიმღები სათავსოების წინ დაყენებული ფილტრები, შანდორები, ჰიდროურდულები და სატრანსპორტო არხები უნდა იწმინდებოდეს საჭიროების მიხედვით.
4. მაზუთის ჩამოსხმის დროს მიმღებ-ჩამომსხმელი მოწყობილობის ორთქლსადენებში ორთქლს უნდა ჰქონდეს შემდეგი პარამეტრები: წნევა 8-13 კგძ|სმ2 (0,8-1,3 მპა), ტემპერატურა 200-250 0C.
5. მაზუთის დაცლისას ,,ღია ორთქლით” გამაცხელებელი მოწყობილობებიდან ორთქლის ხარჯი 50-60 მ3 მოცულობის ცისტერნაზე უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 900 კგ|სთ.
6. მაზუთის ჩამოსხმის მეურნეობაში (ცისტერნებში, არხებსა და მიმღებ ტევადობებში) მაზუთი უნდა ცხელდებოდეს ტუმბოების ნორმალური მუშაობისათვის საჭირო ტემპერატურამდე.
მიმღებ ტევადობებსა და რეზერვუარებში მაზუთის ტემპერატურა 15 0C-ით ნაკლები უნდა იყოს სათბობის აალების ტემპერატურაზე, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს 90 0C-ს.
7. მოწყობილობების (რეზერვუარების, მილსადენებისა და სხვ.) თბური იზოლაცია უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.
8. რეზერვუარებისა და მიმღები ტევადობების შიგა დათვალიერება, გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრით, უნდა ტარდებოდეს გრაფიკის მიხედვით არა ნაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს მათი გაწმენდა ფსკერზე არსებული დანალექებისაგან.
9. რეზერვუარების, მიმღები ტევადობების, არხების, ფილტრების, მაზუთის შემაცხელებლებისა და სხვა მოწყობილობების გასუფთავების დროს მაზუთის ნარჩენები უნდა დაიწვას სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ნარჩენების შენახვა ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აკრძალულია.
10. თხევადი სათბობის შესანახ ყველა მიმღებ ტევადობებსა და რეზერვუარზე შედგენილი უნდა იყოს საგრადუირო ცხრილები, რომლებსაც ამტკიცებს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელი.
11. დამტკიცებული გრაფიკით უნდა ტარდებოდეს: მაზუთსადენების და არმატურის გარე დათვალიერება – არანაკლებ წელიწადში ერთხელ და არმატურის შერჩევითი რევიზია – არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ.
12. საქვაბეში მიწოდებული მაზუთის სიბლანტე არ უნდა აღემატებოდეს: მექანიკური და ორთქლმექანიკური მფრქვევანებისთვის 2,5 პს (16 მმ2/წმ), ორთქლისა და როტაციული მფრქვევანებისთვის 6,0 პს (44 მმ2/წმ).
13. სათბობის ფილტრები უნდა იწმინდებოდეს (ხელით, ორთქლით გაქრევით ან ქიმიური მეთოდებით) ჰიდრავლიკური წინაღობის 50%-ით გაზრდისას საწყის წინაღობასთან შედარებით.
გაწმენდის დროს გამფილტრავი ბადის გამოწვა აკრძალულია.
მაზუთის შემაცხელებლის გაწმენდა უნდა წარმოებდეს სითბური სიმძლავრის ნომინალურთან შედარებით 30 %-ით შემცირებისას.
14. სამარქაფო ტუმბოები, შემაცხელებლები და ფილტრები უნდა იყოს გამართული და გასაშვებად მუდმივ მზადყოფნაში.
სამარქაფო ტუმბოს ჩართვის შემოწმება მარქაფის ავტომატური ჩართვის მოწყობილობის მოქმედებით უნდა ტარდებოდეს დამტკიცებული გრაფიკით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამისა და გრაფიკის მიხედვით.
15. მოწყობილობების და სათბობსადენების შეკეთებაში ჩაყენებისას ისინი საიმედოდ უნდა გამოირთოს მოქმედი მოწყობილობებიდან, დაიცალონ და შიგა სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში გაიორთქლონ.
სათბობსადენების გამორთულ უბნებზე ორთქლის ან სხვა თანამგზავრი ხაზები უნდა გამოირთოს.
16. მაზუთის რეზერვუარში სათბობის ხანგრძლივი შენახვის შემდეგ, მისი ჩართვის წინ, ფსკერთან სიახლოვეს (0,5 მ-მდე) აღებულ უნდა იყოს მაზუთის სინჯი ტენიანობის განსაზღვრისათვის და მიღებულ იყოს ზომები ფსკერზე დაწდომილი წყლისა და ძლიერ გაწყლიანებული მაზუთის საქვაბეში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.
17. თხევადი სათბობის ტუმბოების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებები უნდა ტარდებოდეს დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით და ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნების შესაბამისად: მიმდინარე შეკეთება – არანაკლებ წელიწადნახევარში ერთხელ, კაპიტალური – არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.
18. დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთხელ, უნდა მოწმდებოდეს საქვაბეში მიწოდებული სათბობის ტემპერატურის ზღვრული აწევისა და დაწევის, წნევის დაწევის სიგნალიზაციების მოქმედება, მართვის ფარზე გამოტანილი დისტანციური დონემზომების და რეზერვუარებსა და მიმღებ ტევადობებში სათბობის ტემპერატურის მაჩვენებელი ხელსაწყოების ჩვენებების სისწორე.
19. მაზუთის შემცვლელების მიღება, შენახვა და დაწვისთვის მომზადება უნდა ხორციელდებოდეს ნორმატიულ-ტექნიკური და ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად. ამასთან, დაცულ უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) მაზუთის შემცვლელის მიღება ენერგოსაწარმოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული უნდა იყოს არა უგვიანეს 5 დღით ადრე;
ბ) მაზუთის შემცვლელებად შეიძლება გამოყენებულ იყოს არანაკლები 450C აალების ტემპერატურის მქონე თხევადი სათბობები, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განსაკუთრებული განკარგულების შემთხვევაში – დიზელის საწვავის ცალკეული მარკები, აალების ტემპერატურებით – არანაკლებ 400C. Aაღნიშნულ ტემპერატურაზე ნაკლები აალების ტემპერატურის მქონე სათბობის მოწოდების შემთხვევაში მისი ჩამოსხმა ელექტროსადგურზე აკრძალულია;
გ) დაუშვებელია მჟავე გუდრონებისა და სხვა თხევადი სათბობის, რომელთა სიბლანტე 800C ტემპერატურის დროს აღემატება 16 პს-ს (118მმ2/წმ), მაზუთის შემცვლელებად გამოყენება.
მაზუთის შემცვლელების მოწოდებისა და მათი გამოყენების დროს შესრულებული უნდა იყოს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით გათვალისწინებული ხანძარუსაფრთხოების ღონისძიებებ