1. ორთქლტურბინიანი დანადგარების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების საიმედო მუშაობა;
ბ) ნომინალური ელექტრული და თბური დატვირთვების აღებისათვის და მათი ტექნიკურ მინიმუმამდე ცვლილებისათვის მზადყოფნა;
გ) ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების ეკონომიურობის ნორმატული მაჩვენებლები.
2. ტურბინის ავტომატური რეგულირების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მყარად ეჭიროს საჭირო ელექტრული და სითბური დატვირთვები და უზრუნველყოფდეს მათი მდოვრე ცვალებადობის შესაძლებლობას;
ბ) მყარად დაიცვას ტურბინის როტორის ბრუნვის ნომინალური სიხშირე უქმ სვლაზე და მდოვრედ ცვალოს იგი (ტურბინის მართვის მექანიზმის სამუშაო დიაპაზონში) ორთქლის ნომინალური და გასაშვები პარამეტრების დროს;
გ) უზრუნველყოს ტურბინის როტორის ბრუნვის სიხშირე უსაფრთხოების ავტომატის ამოქმედების დონეზე დაბლა ელექტრული დატვირთვის ნულამდე მყისიერად დავარდნის შემთხვევაში (მათ შორის გენერატორის ქსელიდან გამორთვის დროს), რომელიც შეესაბამება ორთქლის მაქსიმალურ ხარჯს მისი ნომინალური პარამეტრებისას.
3. ექსპლუატაციაში მყოფი ტურბინებისათვის ტურბინის რეგულირების სისტემის ძირითად პარამეტრების მნიშვნელობები უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოყვანილ მნიშვნელობებს:
№
შინაარსი
განზ.
ერთ.
მნიშვნელობა
1
ბრუნვის სიხშირის რეგულირების უთანაბრობის ხარისხი (ორთქლის ნომინალური პარამეტრების დროს)*
%
4-5
2
ბრუნვის სიხშირის მიხედვით ადგილობრივი უთანაბრობის ხარისხი:
მინიმალური - დატვირთვების ნებისმიერ დიაპაზონში, არანაკლები
მაქსიმალური:
დატვირთვების Nნომ-ის 15 %-მდე დიაპაზონში, არა უმეტესი
დატვირთვების დიაპაზონში Nნომ-ის 15 %-დან მაქსიმალურამდე, არა უმეტესი
%
2,5
10
6
3
უგრძნობლობის ხარისხი** ბრუნვის სიხშირის მიხედვით არა უმეტესი
%
0,3
4
ართმევებში და უკუწნევებში წნევის უგრძნობლობის რეგულირების ხარისხი:
ართმევაში (უკუწნევაში) 2,5 კგძ/სმ2 (0,25 მგპა) წნევაზე ნაკლები წნევის დროს, არა უმეტესი
ართმევაში (უკუწნევაში) 2,5 კგძ/სმ2 (0,25 მგპა) წნევაზე მეტი წნევის დროს, არა უმეტესი
კპა
%
5
2
* P ტიპის ტურბინებისთვის უთანაბრობის ხარისხი დაიშვება 4-5 ¸
6.5 %.
** 1950 წლამდე გამოშვებული ტურბინებისთვის უგრძნობლობის ხარისხი დაიშვება 0.5 %-მდე
რეგულირებად ართმევებსა და უკუწნევაში ორთქლის წნევის რეგულირების უთანაბრობის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებლების მოთხოვნებს, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ტურბინის ქარხნა-დამამზადებელთან და არ უნდა დაუშვას დამცავი სარქველების ამოქმედება.
4. ორთქლის ტურბინის რეგულირების სისტემისა და ბრუნვის სიხშირის გაზრდისაგან დაცვის ყველა სახის შემოწმება და გამოცდა უნდა ტარდებოდეს ქარხნა-დამამზადებლების ინსტრუქციების მოთხოვნებისა და ორთქლის ტურბინების რეგულირების ავტომატური სისტემებისა და დაცვების შემოწმებისა და გამოცდების ჩატარების მეთოდური მითითებების შესაბამისად.
5. უსაფრთხოების ავტომატი უნდა იწყებდეს მოქმედებას ტურბინის როტორის ბრუნთა რიცხვის გაზრდისას ნომინალურს ზევით 10-12 %-ით ან ქარხნა-დამამზადებლის მიერ მითითებულ მნიშვნელობამდე. უსაფრთხოების ავტომატის ამოქმედების დროს უნდა იკეტებოდეს:
ა) უხმარი ორთქლისა და შუალედური გადახურების ორთქლის ჩამკეტი და მარეგულირებელი (ჩამკეტ-მარეგულირებელი) სარქველები;
ბ) ჩამკეტი (მომკვეთი), მარეგულირებელი და უკუსარქველები, აგრეთვე ორთქლის ართმევების მარეგულირებელი დიაფრაგმები და საფარები.
6. ტურბინის დაცვის სისტემა როტორის ბრუნვის სიხშირის გაზრდისაგან (ყველა მისი ელემენტის ჩათვლით), თუ არ არის ქარხნა-დამამზადებლის სპეციალური მითითებები, უნდა გამოიცადოს ბრუნვის სიხშირის აწევით ნომინალურს ზევით შემდეგ შემთხვევებში:
ა) ტურბინის დამონტაჟების შემდეგ;
ბ) ტურბინის კაპიტალური რემონტის შემდეგ;
გ) რეგულირების სისტემის გამოცდის წინ დატვირთვის სრული მოხსნითა და გენერატორის ქსელიდან გამორთვით;
დ) უსაფრთხოების ავტომატის დაშლისა და აწყობის შემდეგ;
ე) ტურბინის ხანგრძლივი (30 დღეზე მეტი ) დგომის შემდეგ;
ვ) რეგულირების სისტემის ან მისი ცალკეული კვანძების დაშლისა და აწყობის შემდეგ;
ზ) გეგმური შემოწმების შემდეგ არანაკლებ ოთხ თვეში ერთხელ;
ამ პუნქტის “ვ” და ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია დაცვის გამოცდის ჩატარება ბრუნვის სიხშირის გაზრდის გარეშე, მაგრამ მთელი მისი მოქმედების წრედის შემოწმებით.
ტურბინის დაცვის გამოცდა ბრუნვის სიხშირის გაზრდით უნდა ტარდებოდეს საამქროს უფროსის ან მისი მოადგილის ხელმძღვანელობით.
7. უხმარი და შუალედური გადახურების ორთქლის ჩამკეტი და მარეგულირებელი სარქველები მჭიდროდ უნდა იკეტებოდეს.
უხმარი ორთქლის და შუალედური გადახურების ორთქლის ჩამკეტი და მარეგულირებელი სარქველების სიმჭიდროვე უნდა მოწმდებოდეს გამოცდების ჩატარებით ყოველი ჯგუფისათვის ცალ-ცალკე.
სიმჭიდროვის კრიტერიუმად მიიღება ტურბინის როტორის ბრუნთა სიხშირე, რომელიც დამყარდება შესამოწმებელი სარქველების სრული ჩაკეტვის შემდეგ ორთქლის სრული (ნომინალური) ან დადაბლებული წნევის დროს ამ სარქველების წინ. ბრუნვის დასაშვები სიხშირე განისაზღვრება ქარხანა-დამამზადებლების ინსტრუქციებით ან მოქმედი მეთოდური მითითებებით ორთქლის ტურბინების ავტომატური რეგულირების სისტემების და დაცვების გამოცდებისა და შემოწმების შესახებ, ხოლო კრიტერიუმი (ბრუნთა სიხშირე) ორთქლის ტურბინებისათვის, რომელთა შემოწმებები არ არის მითითებული ქარხანა-დამამზადებლების ინსტრუქციებში ან მეთოდურ მითითებებში, არ უნდა აღემატებოდეს ნომინალურის 50%-ს შესამოწმებელი სარქველების წინ ორთქლის ნომინალური პარამეტრებისა და ნამუშევარი ორთქლის ნომინალური წნევის დროს.
უხმარი ორთქლისა და უკუწნევის (ვაკუუმის) ნომინალური პარამეტრებისა და ნამუშევარი ორთქლის ნომინალური წნევის დროს და ყველა ჩამკეტი და მარეგულირებელი სარქველის ერთდროული ჩაკეტვისას მათში ორთქლის გაჟონვებმა ვერ უნდა გამოიწვიოს ტურბინის როტორის ბრუნვა. სარქველების სიმჭიდროვის შემოწმება უნდა ტარდებოდეს ტურბინის დამონტაჟების შემდეგ, უსაფრთხოების ავტომატის ბრუნვის სიხშირის გაზრდის გზით შემოწმების დროს, კაპიტალურ შეკეთებაში ტურბინების გაყვანის წინ და გაშვებისას, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
8. უხმარი და მეორედი გადახურების ორთქლის ჩამკეტი და მარეგულირებელი სარქველები, ორთქლის ართმევების ჩამკეტი (მომკვეთი) და მარეგულირებელი სარქველები (დიაფრაგმები), გარეშე სითბოს წყაროსთან დამაკავშირებელი ორთქლსადენების მომკვეთი სარქველები უნდა იხსნებოდეს: სრულ სვლაზე – ტურბინის გაშვების წინ და იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია ქარხანა-დამამზადებლის ან ადგილობრივი ინსტრუქციებით; სვლის ნაწილზე – ყოველდღიურად ტურბინის მუშაობის დროს.
სარქველების სრულ სვლაზე გახსნის დროს უნდა გაკონტროლდეს სვლის სიმდოვრე და სარქველის დაჯდომის სისრულე.
9. რეგულირებადი ართმევების უკუსარქველების სიმჭიდროვე და ამ ართმევების სარქველების ამოქმედება უნდა მოწმდებოდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ მყისიერ განტვირთვაზე ტურბინის გამოცდის წინ.
გასათბობად საჭირო რეგულირებადი ორთქლის ართმევების უკუსარქველები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სხვა ტურბინების ართმევებთან, სარედუქციო-გამაცივებელ მოწყობილობებსა და ორთქლის სხვა წყაროებთან, თუ არ არის ქარხნა-დამამზადებლის სპეციალური მითითებები, სიმჭიდროვეზე შეიძლება არ შემოწმდეს.
ორთქლის ყველა ართმევის უკუსარქველების დაჯდომა უნდა შემოწმდეს ტურბინის ყოველი გაშვების წინ და გაჩერებისას, ხოლო ნორმალური მუშაობის დროს-თვეში ერთხელ.
უკუსარქველის უწესივრობის შემთხვევაში ტურბინის მუშაობა შესაბამისი ორთქლის ართმევებით აკრძალულია.
10. ჩამკეტი (დამცავი, მომკვეთი) სარქველების ჩაკეტვის ხანგრძლივობის შემოწმება, რეგულირების სისტემის მახასიათებლის მოხსნა გაჩერებულ ტურბინაზე ან მის უქმ სვლაზე მუშაობის დროს და მათი შედარება მოცემული წესების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ქარხნა-დამამზადებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად უნდა სრულდებოდეს:
ა) ტურბინის დამონტაჟების შემდეგ;
ბ) უშუალოდ კაპიტალურ შეკეთებამდე და მის შემდეგ ან რეგულირებისა და ორთქლგანაწილების სისტემების ძირითადი კვანძების შეკეთების შემდეგ.
გარდა ამისა, ტურბინის მონტაჟის ან მისი კაპიტალური შეკეთების შემდეგ, აგრეთვე რეგულირებისა და ორთქლგანაწილების სისტემების ძირითადი კვანძების შეკეთების შემდეგ, გადაღებული უნდა იყოს რეგულირების მახასიათებლები ტურბინის დატვირთვით მუშაობის დროს, რაც საჭიროა სტატისტიკური მახასიათებლის მისაღებად.
11. ტურბინის რეგულირების სისტემის გამოცდა დატვირთვის მყისიერი მოხსნით ორთქლის მაქსიმალური ხარჯის დროს უნდა ტარდებოდეს:
ა) მონტაჟის შემდეგ ტურბინის ექსპლოატაციაში მიღების დროს;
ბ) რეკონსტრუქციის შემდეგ, როდესაც იცვლება ტურბოაგრეგატის დინამიკური მახასიათებელი ან რეგულირების სისტემის სტატიკური და დინამიკური მახასიათებლები.
ელექტროჰიდრავლიკური გარდამქმნელებით აღჭურვილი სერიული ტურბინების რეგულირების სისტემების გამოცდა დასაშვებია ტარდებოდეს დატვირთვის მოხსნით ორთქლის მიწოდების შეწყვეტის გზით (მხოლოდ მარეგულირებელი სარქველების მყისიერი დაკეტვით) გენერატორის ქსელიდან გამოურთველად.
ახლად შექმნილ და რეკონსტრუირებულ ტურბინებზე (აგრეგატის დინამიკური მახასიათებლის ან რეგულირების სისტემის მახასიათებლების ცვლილებებით), და ყველა ტურბინაზე, რომელიც არ არის აღჭურვილი ელექტროჰიდრავლიკური გარდამქმნელებით, გამოცდები უნდა ტარდებოდეს ელექტრული დატვირთვების მყისიერი მოხსნით გენერატორის ქსელიდან გამორთვის მეშვეობით.
12. რეგულირებისა და დაცვის ფაქტობრივი მახასიათებლების ნორმატულიდან გადახრების აღმოჩენის შემთხვევებში, სარქველების დაკეტვის ხანგრძლივობის ქარხნა-დამამზადებლის მიერ ან ადგილობრივ ინსტრუქციებში მითითებულ სიდიდეზე გადამეტების დროს ან მათი სიმჭიდროვის დარღვევის შემთხვევაში უნდა მოიძებნოს და აღმოიფხვრას ამ გადახრების გამომწვევი მიზეზები.
13. ტურბინების მუშაობა სიმძლავრის შეზღუდვით დასაშვებია ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვით, როგორც დროებითი ღონისძიება და განისაზღვრება ტურბოდანადგარის მექანიკური მდგომარეობით. ამასთან, ტურბინის სიმძლავრე უნდა იყოს შემზღუდავი მექანიზმების დანაყენზე არანაკლებ 5%-ით დაბლა.
14. ტურბოდანადგარის ზეთით მომარაგების სისტემის ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) აგრეგატების მუშაობის საიმედოობა ყველა რეჟიმებში;
ბ) სახანძრო უსარფთხოება;
გ) ზეთის ნორმალური ხარისხისა და ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება;
დ) ზეთის გაჟონვისა და გამაცივებელ სისტემაში მოხვედრის აღკვეთა.
15. სარეზერვო და ავარიული ზეთის ტუმბოები და მათი ავტომატური ჩართვის მოწყობილობები მუშაობაში უნდა მოწმდებოდნენ ტურბოაგრეგატის მუშაობისას თვეში ორჯერ და აგრეთვე მისი ყოველი გაშვებისა და გაჩერების წინ.
იმ ტურბინებზე, რომელთა შეზეთვის სისტემების მუშა და სამარქაფო ტუმბოებს აქვთ ინდივიდუალური ელექტროამძრავები, გაჩერების წინ მარქაფის ავტომატური ჩართვის შემოწმება არ ტარდება.
16. ტურბინებზე, რომლებიც აღჭურვილია ტურბოაგრეგატზე ზეთის წვის გავრცელების აღმკვეთი სისტემით, სისტემის ელექტრული სქემა უნდა მოწმდებოდეს აგრეგატის ცივი მდგომარეობიდან გაშვების წინ.
17. შეზეთვის სისტემის, რეგულირებისა და გენერატორის შემჭიდროების ხაზებზე დაყენებული ჩამკეტი არმატურა, რომელთა შეცდომით გადართვამ შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობების გაჩერება და დაზიანება, უნდა დაილუქოს მუშა მდგომარეობაში.
18. საკონდენსაციო დანადგარის ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა რეჟიმში ტურბინის ეკონომიური და იმედიანი მუშაობა ნორმატიულ ტემპერატურათა სხვაობისა და კონდენსატის ხარისხის დაცვით.
19. საკონდენსაციო დანადგარის ექსპლუატაციის დროს უნდა ტარდებოდეს:
ა) პროფილაქტიკური ღონისძიებები კონდენსატორის გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად (გამაცივებელი წყლის დამუშავება ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით, მილების ბურთულებით გამწმენდი დანადგარის გამოყენებით და ა.შ.);
ბ) კონდენსატორების პერიოდული გაწმენდა ორთქლის წნევის ნორმატიულთან შედარებით 0.005 კგძ/სმ2 (0.5კპა.)-ით აწევისას, გაცივების ზედაპირების გაჭუჭყიანების გამო;
გ) კონდენსატორის გაცივების ზედაპირებისა და მილების დაფის სისუფთავის ხარისხის კონტროლი;
დ) გამაცივებელი წყლის ხარჯის კონტროლი (ხარჯის უშუალო გაზომვით, ან კონდენსატორების სითბური ბალანსის საფუძველზე), გამაცივებელი წყლის ხარჯის ოპტიმიზაცია მისი ტემპერატურისა და ორთქლის ხარჯის შესაბამისად;
ე) ვაკუუმის სისტემის სიმჭიდროვის შემოწმება და მისი ხარვეზების აღმოფხვრა. ჰაერის მინაწოვები (კგ/სთ) კონდენსატორის ორთქლით დატვირთვის 40-100%-ის დიაპაზონში ცვლილებებისას არ უნდა იყოს
Gჰ = 8 + 0,065N
ფორმულით განსაზღრულ სიდიდეზე მეტი, სადაც N – ტურბოდანადგარის ნომინალური ელექტრული დატვირთვა კონდენსაციურ რეჟიმში, მვტ;
ვ) კონდენსატორის სიმჭიდროვის შემოწმება წყალზე კონდენსატის მარილშემცველობის სისტემატური კონტროლის გზით;
ზ) კონდენსატში ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრა კონდენსატის ტუმბოების შემდეგ;
საკონდენსაციო დანადგარის მუშაობის კონტროლის მეთოდები და მისი პერიოდულობა განისაზღვრება ადგილობრივი ინსტრუქციებით ექსპლუატაციის კონკრეტული პირობების შესაბამისად.
20. რეგენერაციის სისტემების მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) მკვებავი წყლის (კონდენსატის) ნორმატული ტემპერატურა ყოველი შემაცხელებლის შემდეგ და მისი საბოლოო შეცხელება;
ბ) თბომცვლელი აპარატების იმედიანობა ტურბოდანადგარის მუშაობის ყველა რეჟიმში;
გ) მკვებავი წყლის (კონდენსატის) შეცხელების ხარისხი, ტემპერატურული დაწნევები, რეგენერაციის სისტემის შემაცხელებელი ორთქლის კონდენსატის გადაციება უნდა მოწმდებოდეს ტურბოდანადგარის ყოველი კაპიტალური შეკეთების წინ და შემდეგ, შემაცხელებლების შეკეთების შემდეგ და პერიოდულად, გრაფიკის მიხედვით (არანაკლებ თვეში ერთხელ).
21. მაღალი წნევის შემაცხელებლების ექსპლუატაცია მათი დაცვის ელემენტების გარეშე, აგრეთვე დონის რეგულირების სარქველების უწესივრობის დროს აკრძალულია.
მაღალი წნევის შემაცხელებლების ჯგუფური ავარიული სარინი მილგაყვანილობის არსებობისას დაცვის ელემენტების გარეშე ან მათი დაზიანებისას, ან დონის მარეგულირებელი სარქველის გაუმართაობის დროს ერთ მაღალი წნევის შემაცხელებელზე მაინც, აგრეთვე ნებისმიერი მაღალი წნევის შემაცხელებლის ორთქლით გამორთვის შემთხვევაში მაღალი წნევის შემაცხელებლების მთელი ჯგუფის ექსპლუატაცია აკრძალულია.
დაცვის ჩართვის გარეშე მაღალი წნევის შემაცხელებლებისათვის მკვებავი წყლის მიწოდება აკრძალულია.
მაღალი წნევის შემაცხელებლის დაცვის ან მისი დონის მარეგულირებელი სარქველის უწესივრობის აღმოჩენის შემთხვევაში მაღალი წნევის შემაცხელებელი ან მაღალი წნევის შემაცხელებლების მთელი ჯგუფი დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს.
დონის რეგულირების სისტემის სხვა ელემენტების, გარდა სარქველისა, დაზიანების დროს, როცა მუშა მდგომარეობაში მყოფ მოწყობილობაზე დეფექტების სწრაფად აღმოფხვრა შეუძლებელია, შემაცხელებელი (ან შემაცხელებლების ჯგუფი) უნდა გამოყვანილი იყოს მუშაობიდან ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ვადით.
22. ავტომატურ რეზერვში მყოფი სარეზერვო მკვებავი ტუმბოები და სხვა სატუმბი აგრეგატები უნდა იყვნენ გამართულნი და გაშვებისთვის მუდმივ მზადმყოფ მდგომარეობაში - შესაშვებ და გამოსაშვებ მილსადენებზე გახსნილი ურდულებით.
მათი ჩართვის შემოწმება და მუშა ტუმბოდან სარეზერვოზე გეგმიური გადასვლა უნდა მიმდინარეობდეს გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ.
23. შეკეთების შემდეგ ან ცივი მდგომარეობიდან ტურბინის გაშვების წინ უნდა შემოწმდეს ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების, ბლოკირებების, ტექნოლოგიური დაცვის საშუალებების, ავტომატური და დისტანციური მართვის, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების, ინფორმაციისა და ოპერატიული კავშირების საშუალებების გამართულობა და ჩართვისთვის მზადყოფნა. ამ დროს გამოვლენილი ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას.
სხვა სითბური მდგომარეობიდან აგრეგატის გაშვების დროს დაცვისა და ბლოკირების საშუალებები უნდა მოწმდებოდეს ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
ტურბინის გაშვებას უნდა ხელმძღვანელობდეს საამქროს ცვლის უფროსი ან უფროსი მემანქანე, ხოლო კაპიტალური ან საშუალო შეკეთების შემდეგ – საამქროს უფროსი ან მისი მოადგილე.
24. აკრძალულია ტურბინის გაშვება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ტურბინის მექანიკური და სითბური მდგომარეობის მახასიათებლების დასაშვები მნიშვნელობებიდან გადახრის დროს;
ბ) ტურბინის გაჩერებაზე მოქმედი ნებისმიერი დაცვის გაუმართაობის დროს;
გ) რეგულირებისა და ორთქლგანაწილების სისტემების იმ დეფექტების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ტურბინის გაქანება;
დ) შეზეთვის, რეგულირების, გენერატორის შემჭიდროების ნებისმიერი ზეთის ტუმბოს და მისი ავტომატური ჩართვის მოწყობილობის გაუმართაობის დროს;
ე) ზეთის ხარისხის საექსპლუატაციო ნორმებიდან გადახრის ან ზეთის ტემპერატურის ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ ზღვარზე უფრო დაბლა დაწევის დროს;
ვ) უხმარი ორთქლის ხარისხის ქიმიური შედგენილობის ნორმებიდან გადახრის დროს.
25. ლილვსაბრუნი მოწყობილობების ჩართვის გარეშე აკრძალულია ტურბინის შემჭიდროებებზე ორთქლის მიწოდება, ორთქლისა და ცხელი წყლის კონდენსატორში ჩაშვება და ტურბინის გასაცხელებლად ორთქლის მიწოდება. ლილვსაბრუნი მოწყობილობების არმქონე ტურბინაზე ორთქლის მიწოდების პირობები განისაზღვრება ადგილობრივი ინსტრუქციით.
ქვაბიდან ან ორთქლსადენებიდან მუშა სხეულის კონდენსატორში ჩაშვება ან ტურბინის გაშვებისთვის ორთქლის მიწოდება უნდა განხორციელდეს კონდენსატორში ისეთი წნევების დროს, რომლებიც მითითებულია ტურბინის ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებში ან სხვა დოკუმენტებში, მაგრამ არა უმეტეს 0.6 კგძ/სმ2 (60 კპა).
26. ტურბოაგრეგატების ექსპლუატაციის დროს საკისრების საყრდენების ვიბროსიჩქარეების საშუალო კვადრატული მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდნენ 4.5 მმ.წმ-1-ს.
თუ ვიბრაცია ნორმატიულ სიდიდეებს გადაამეტებს, შესამცირებელი ზომები მიღებული უნდა იყოს არა უმეტეს 30 დღე -ღამის ვადაში. 7.1 მმ.წმ-1-ზე მეტი ვიბრაციის დროს აკრძალულია ტურბინის 7 დღე -ღამეზე მეტი ხანგრძლივობით ექსპლუატაცია. ვიბრაციის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით დაცვის სისტემის არსებობისას ტურბოაგრეგატის გამორთვაზე დაცვის ამოქმედების დანაყენი უნდა აეწყოს ვიბრაციის 11.2 მმ.წმ-1 სიდიდემდე მიღწევის დროს.
ტურბინა დაუყონებლივ უნდა გამოირთოს, თუ დამყარებულ რეჟიმში მუშაობის დროს ნებისმიერი საწყისი დონიდან ხდება ერთი როტორის ორივე საყრდენის ან მომიჯნავე საყრდენების, ან ერთი საყრდენის ორი კომპონენტის ვიბრაციების 1 მმ.წმ-1 –ით და მეტით ერთდროული უეცარი ცვლილება.
ტურბინა უნდა განიტვირთოს და გაჩერდეს, თუ მიმდინარეობს საკისრების ერთ-ერთი საყრდენის ნებისმიერი კომპონენტის 2 მმ.წმ-1-ით მდოვრე (მაგალითად სამი დღის განმავლობაში) ზრდა.
დაუშვებელია ტურბოაგრეგატის დაბალსიხშირული ვიბრაციით ექსპლუატაცია. 2 მმ.წმ-1 - ზე უფრო მეტი დაბალსიხშირული ვიბრაციის გაჩენის დროს უნდა გატარდეს მისი აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
ვიბრაცია უნდა იზომებოდეს და რეგისტრირდებოდეს უწყვეტი კონტროლის სტაციონარული აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს ტურბოაგრეგატების ყველა საყრდენი და საყრდენ-საბჯენი საკისრების ვიბრაციის გაზომვას ტურბოაგრეგატის ღერძის მიმართ სამი ურთიერთმართობული მიმართულებით: ვერტიკალური, ჰორიზონტალურ-განივი და ჰორიზონტალურ-ღერძული.
დროებით, ყველა აპარატურით აღჭურვამდე, ვიბრაციის გაზომვა ნებადართულია რხევათა ვიბროწანაცვლების მანძილის მიხედვით. გაზომილ რხევათა ვიბროწანაცვლების მანძილის ნორმატიული ვიბროსიჩქარეების საშუალო კვადრატულ მნიშვნელობებთან შედარება ხორციელდება შემდეგი თანაფარდობებიდან გამომდინარე:
№
დასახელება
განზომილების ერთეული
სიდიდე
1
ვიბროსიჩქარეების საშუალო
კვადრატული მნიშვნელობები
მმ.წმ-1
4.5
7.1
11.2
2
რხევათა ვიბროწანაცვლების მანძილის
ეკვივალენტური მნიშვნელობები
მკმ
1500 ბრ/წთ ტურბინის ბრუნვის სიხშირის დროს
50
130
200
3000 ბრ/წთ ტურბინის ბრუნვის სიხშირის დროს
30
65
100
ვიბრაციის 1 მმ.წმ-1-ით შეცვლა რხევათა წანაცვლების მანძილის 20 მკმ-ით ცვლილების ეკვივალენტურია.
200 მვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ტურბოაგრეგატებისთვის დასაშვებია გადასატანი ვიბრომზომი ხელსაწყოების გამოყენება. კონტროლის პერიოდულობა უნდა განისაზღვროს ადგილობრივი ინსტრუქციით და ტურბოაგრეგატის მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ.
27. ტურბინის გამდინარე ნაწილის მდგომარეობისა და მარილებით მისი დალექვის საკონტროლოდ არანაკლებ თვეში ერთხელ ტურბინის საკონტროლო საფეხურებში უნდა მოწმდებოდეს ორთქლის წნევების მნიშვნელობები საკონტროლო ნაკვეთურებში ნომინალურთან მიახლოვებული ორთქლის ხარჯების დროს.
საკონტროლო საფეხურებში წნევის გაზრდა ნომინალურთან შედარებით ორთქლის მოცემული ხარჯის დროს არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს. ამასთან, წნევამ არ უნდა გადააჭარბოს ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.
მარილებით დალექიანების მიზეზით საკონტროლო საფეხურებში წნევის ზღვრული სიდიდეების მიღწევის დროს ტურბინის გამდინარე ნაწილს უნდა ჩაუტარდეს დანალექებისაგან გარეცხვა ან გაწმენდა. გარეცხვის ან გაწმენდის მეთოდები უნდა შეირჩეს დანალექების შედგენილობისა და ხასიათის მიხედვით ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
28. ტურბოდანადგარის ექსპლუატაციის პროცესში მისი ეკონომიურობა მუდმივად უნდა მოწმდებოდეს მოწყობილობების მუშაობის მახასიათებლების სისტემატური ანალიზის საფუძველზე.
ტურბოდანადგარების ეკონომიურობის დაქვეითების მიზეზების დადგენისა და შეკეთებების ეფექტურობის შეფასების მიზნით უნდა ტარდებოდეს მოწყობილობების საექსპლუატაციო (ექსპრეს) გამოცდები.
სატურბინო მოწყობილობების მუშაობის მაჩვენებლების ნორმატიულიდან გადახრის შემთხვევაში უნდა აღმოიფხვრას მოწყობილობების დეფექტები და ექსპლუატაციის ნაკლოვანებები.
ტურბინების სათავო ნიმუშებსა და ტურბინებს, რომლებსაც გაუკეთდა რეკონსტრუქცია ან მოდერნიზაცია, უნდა ჩაუტარდეს საბალანსო გამოცდები.
29. ტურბინა დაუყოვნებლივ უნდა იყოს ავარიულად გამორთული პერსონალის მიერ შესაბამისი დაცვების უქონლობის ან მტყუვნების დროს შემდეგ შემთხვევებში:
ა) როტორის ბრუნვის სიხშირის გაზრდისას უსაფრთხოების ავტომატის ამოქმედების დანაყენს ზევით;
ბ) როტორის დაუშვებელი ღერძული ძვრის დროს;
გ) როტორის მდგომარეობის დაუშვებელი ცვლილებების დროს ცილინდრების მიმართ;
დ) შეზეთვის სისტემაში ზეთის წნევის დაუშვებლად შემცირების დროს;
ე) ზეთის ავზში ზეთის დონის დაუშვებელი შემცირების დროს;
ვ) ტურბოაგრეგატის ნებისმიერი მიმბრჯენი საკისრის სეგმენტებიდან, გენერატორის ღერძის შემჭიდროების საკისრებიდან და სხვა ნებისმიერი საკისრიდან გადმოშვებული ზეთის ტემპერატურის დაუშვებელ სიდიდემდე ზრდის დროს;
ზ) ტურბოაგრეგატზე ზეთის აალების შემთხვევაში;
თ) გენერატორის ღერძის შემჭიდროების სისტემაში “ზეთი–წყალბადი” წნევათა სხვაობის დაუშვებელი შემცირების დროს;
ი) გენერატორის ღერძის შემჭიდროების ზეთით მომარაგების სისტემის დემპფერულ ავზში ზეთის დონის დაუშვებელი შემცირების დროს;
კ) გენერატორის წყალბადით გაცივების სისტემის ზეთის ყველა ტუმბოს გამორთვის დროს (შემჭიდროებების ზეთით მომარაგების უინჟექტორო სქემებისათვის);
ლ) გენერატორის გამორთვის დროს შიგა დაზიანების გამო;
მ) კონდენსატორში წნევის დაუშვებელი გაზრდისას;
ნ) უკუწნევით ტურბინების ბოლო საფეხურზე წნევათა სხვაობის დაუშვებელი ცვლილებებისას;
ო) ტურბოაგრეგატის ვიბრაციის უეცარი გაზრდისას;
პ) ტურბინის ან გენერატორის შიგნით ლითონური ან უჩვეულო ხმაურის წარმოშობის დროს;
ჟ) ტურბინის ან გენერატორის კიდურა შემჭიდროებებსა და საკისრებში ნაპერწკლების ან კვამლის გაჩენისას;
რ) უხმარი ან შუალედური გადახურების ორთქლის ტემპერატურის დაუშვებელი შემცირებისას;
ს) უხმარი და შუალედური გადახურების ორთქლის მილსადენებში ან ტურბინაში ჰიდრავლიკური დარტყმების წარმოშობისას;
ტ) წყლისა და ორთქლის ტრაქტის მილსადენებში, ზეთის მილებსა და ორთქლგამანაწილებელ კვანძებში მილების გარღვევის ან ნაპრალების გაჩენისას;
უ) გენერატორის სტატორში გამაცივებელი წყლის გადინების შეწყვეტისას;
ფ) გაზის გამაცივებლებზე გამაცივებელი წყლის ხარჯის დაუშვებელი შემცირებისას;
ქ) დისტანციური და ავტომატური მართვის მოწყობილობებზე ან ყველა საკონტროლო-გამზომ ხელსაწყოზე ძაბვის დაკარგვისას.
ტურბინის გამორთვის დროს ვაკუუმის მოწყვეტის აუცილებლობა დგინდება ქარხანა-დამამზადებლის მითითებების შესაბამისად შედგენილი ადგილობრივი ინსტრუქციებით.
ადგილობრივ ინსტრუქციებში უნდა იყოს ნაჩვენები მკაფიო მითითებები საკონტროლო სიდიდეების დაუშვებელი გადახრების მნიშვნელობების შესახებ.
30. ტურბინა უნდა განიტვირთოს და გაჩერდეს ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ პერიოდში (ენერგოსისტემის დისპეტჩერის შეტყობინებით) თუ აღინიშნება:
ა) უხმარი ან შუალედური გადახურების ჩამკეტი სარქველების ჩაჭექვა;
ბ) მარეგულირებელი სარქველების ჩაჭექვა, ან მათი ღერძების მოწყვეტა; მოსაბრუნებელი დიაფრაგმების, ან ორთქლის ართმევების უკუსარქველების ჩაჭექვა;
გ) გაუმართაობები რეგულირების სისტემაში;
დ) დამხმარე მოწყობილობების სქემებისა და კომუნიკაციების ნორმალური მუშაობის დარღვევა, თუ მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა ტურბინის გაჩერების გარეშე შეუძლებელია;
ე) საყრდენების ვიბრაციის 7.1 მმ.წმ.-1 -ზე მეტად გაზრდა;
ვ) მოწყობილობების გაჩერებაზე მოქმედი ტექნოლოგიური დაცვების გაუმართაობები;
ზ) საკისრებიდან, მილსადენებიდან და არმატურიდან ზეთის გაჟონვა, როცა ადგილი აქვს ხანძრის წარმოქმნის საშიშროებას;
თ) ნაპრალების გაჩენა წყლისა და ორთქლის მილსადენების იმ უბნებზე, რომელთა შეკეთებისთვის გამორთვა შეუძლებელია;
ი) უხმარი ორთქლის ხარისხის ქიმიური შედგენილობის მიხედვით ნორმებიდან გადახრა;
კ) საკისრების კარტერებში, დენსადენებში, ზეთის ავზებში წყალბადის დაუშვებელი კონცენტრაციები და გენერატორის კორპუსიდან ნორმაზე მეტი წყალბადის გაჟონვები.
31. ყოველი ტურბინისათვის უნდა განისაზღვროს როტორის გამოვარდნის ხანგრძლივობა გაჩერების დროს ნამუშევარი ორთქლის ნორმალური წნევისა და ვაკუუმის ‘მოწყვეტის” პირობებში. ამ ხანგრძლივობის ცვლილების შემთხვევაში გამოვლენილი და აღმოფხვრილი უნდა იქნას გადახრების მიზეზები. გამოვარდნის ხანგრძლივობა უნდა გაკონტროლდეს ტურბოაგრეგატის ყოველი გაჩერების დროს.
32. ტურბინის 7 დღე-ღამით და მეტი დროით რეზერვში გამოყვანისას მიღებულ უნდა იქნას ზომები მისი კონსერვაციისათვის.
კონსერვაციის მეთოდები, მისი ხარისხის კონტროლი უნდა განისაზღვროს თბომექანიკური მოწყობილობების კონსერვაციის მოქმედი მეთოდური მითითებების შესაბამისად.
33. ტურბინების ექსპლოატაცია ისეთი სქემებითა და რეჟიმებით, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული მათი დამზადების ტექნიკური პირობებით, შეიძლება მხოლოდ ქარხანა-დამამზადებლის ნებართვით.
34. ტურბინების თბური გამოცდები უნდა ჩატარდეს:
ა) ახლად დამონტაჟებულ მოწყობილობებზე ფაქტობრივი მაჩვენებლების და ნორმატიული მახასიათებლების დასადგენად;
ბ) პერიოდულად ექსპლუატაციის პროცესში ნორმატიული მახასიათებლების შესაბამისობის დასადასტურებლად, მაგრამ არანაკლებ 3-4 წელიწადში ერთხე