1. სათბობ-სატრანსპორტო მეურნეობის ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ენერგოობიექტის რკინიგზის ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობა და რკინიგზის ვაგონების, ცისტერნების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მექანიზირებული დაცლა დადგენილ ვადებში;
ბ) მომწოდებლისაგან სათბობის მიღება და მისი რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი;
გ) მინიმალური დანაკარგებით სათბობის მარაგის მექანიზირებული დასაწყობება და შენახვა;
დ) სათბობის დროული, შეუფერხებელი მომზადება და მიწოდება საქვაბეში.
2. ელექტროსადგურებზე მიწოდებული ყველა სახის სათბობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სტანდარტებს, მისი მიწოდების ტექნიკურ პირობებსა და მოთხოვნებს.
3. ენერგოობიექტზე ორგანიზებული უნდა იყოს შემოსული ყველა სათბობის მკაცრი აღრიცხვა მისი მოწოდების, ტექნოლოგიური ხარჯვისა და საწყობებში შენახვის მოქმედი ელექტროსადგურებში სათბობის აღრიცხვის წესების მოთხოვნების შესაბამისად. მოწოდებული სათბობის აღრიცხვის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) მიღებული მთელი თხევადი სათბობის აწონვა ან აზომვა;
ბ) წვისათვის მოხმარებული გაზის სათბობის მთელი რაოდენობის განსაზღვრა ხელსაწყოების საშუალებით;
გ)თხევადი სათბობის ინვენტარიზაცია;
დ) პერიოდული, ხოლო ხელსაწყოების არსებობის დროს, სათბობის ხარისხის მუდმივი კონტროლი.
4. სათბობით დატვირთული შემადგენლობა უნდა დათვალიერდეს. ვაგონების (ან ცისტერნების) დაზიანების, გზაში სათბობის დანაკარგების, ან საქართველოს რკინიგზის სისტემაში მოქმედი ნორმებით გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი აქტები და პრეტენზიები წარედგინოს რკინიგზას.
5. სათბობის აღრიცხვისათვის გამოყენებული სასწორები, სხვა გამზომი მოწყობილობები და ლაბორატორიული ხელსაწყოები უნდა გადიოდეს შემოწმებასა და რეგულირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. მატარებლის მოძრაობა, ვაგონების მოწოდება, გასუფთავება და გაყვანა უნდა იყოს ორგანიზებული მისასვლელ გზებზე მოძრაობის, ორგანიზაციისა და მომსახურების ინსტრუქციისა და ელექტროსადგურებისა და მირთული სადგურების, მისასვლელი გზების მუშაობის ერთიანი ტექნოლოგიური პროცესის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შედგენილი უნდა იყოს მოცემული ელექტროსადგურისთვის, სადაც გათვალისწინებული იქნება პროექტში მიღებული ვაგონებისა და ცისტერნების დაცლის წესები ტვირთების გადაზიდვის წესების მითითებათა გათვალისწინებით.
7. საკონტროლო, ავტომატური და დისტანციური მართვის, ტექნოლოგიური დაცვების, დასაცლელი და შემთბობი მოწყობილობების, ბლოკირებისა და სიგნალიზაციის, ხანძარქრობის, სათბობის მოწოდების სისტემებისა და აგრეგატების, თხევადი და გაზის სათბობის მეურნეობის აპარატურა, აგრეთვე სადისპეტჩერო და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები უნდა იყოს გამართული და პერიოდულად მოწმდებოდეს გრაფიკის მიხედვი