1. ენერგოსისტემის მართვის ყველა დონის სადისპეტჩერო პუნქტი უნდა იყოს აღჭურვილი დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემებით.
2. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემები უნდა უზრუნველყოფდნენ ენერგოწარმოების, ელექტროენერგიის და სითბოს გადაცემისა და განაწილების ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ამოცანების გადაწყვეტას და შეეძლიოთ ფუნქციონირება როგორც დამოუკიდებელ სისტემებს ან ინტეგრირება ენერგოსისტემის მართვის ავტომატიზებულ სისტემასთან ან ენერგოობიექტების ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებულ სისტემასთან. დისპეტჩერული მართვის სხვადასხვა დონის ურთიერთდაკავშირებული ავტომატიზებულ სისტემები ქმნიან ენერგოსისტემის ერთიან იერარქიულ დმას დისპეტჩერული მართვის იერარქიის შესაბამისად.
3. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემების საშუალებით გადასაწყვეტი ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ამოცანები ზოგადად მოიცავენ:
ა) ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების მოკლევადიან და გრძელვადიან (საშუალოვადიან) დაგეგმარებას;
ბ) ძირითადი მაგენერირებელი და საქსელო მოწყობილობების რეჟიმების წლიურ დაგეგმარებას;
გ) ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ბალანსების ანგარიშს თვეების, კვარტალების და წლების მიხედვით;
დ) ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების ანგარიშს მდგრადი (პარალელური) მუშაობის არის განსაზღვრისათვის და ოპერატიული ნორმატიული მასალების, ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის (სიხშირის ავტომატური განტვირთვა, დატვირთვის ავტომატური განტვირთვის სისტემა დაგს) დანაყენების მომზადებას (კორექტირებას);
ე) ენერგოსისტემის ტექნოლოგიური რეჟიმების ოპერატიულ მართვას ნორმალურ, კრიტიკულ, ავარიულ სიტუაციებში ნორმატიულ-სამართებლივი აქტებისა და წესების შესაბამისად;
ვ) ავტომატიზებული სისტემების აწყობებისა და დანაყენების ოპერატიული მართვა, მათ შორის–რემონტში გაყვანა და რემონტიდან გამოყვანა;
ზ) ელექტროსადგურებზე სქემებისა და რეჟიმების ოპერატიული მართვას მოწყობილობების რემონტების, რეზერვში გაყვანის (რეზერვიდან გამოყვანის), რეზერვების ოპტიმალური გამოყენების, რეჟიმების ბალანსირების, სხვა ენერგოსისტემებთან პარალელური მუშაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად;
თ) ქვესადგურებზე სქემებისა და რეჟიმების ოპერატიული მართვას მოწყობილობების რემონტების უზრუნველსაყოფად, მოთხოვნილი ძაბვის დონის დასაჭერად;
ი) ზღვრული რეჟიმების კონტროლისათვის;
კ) ავტომატიზებულ მართვას (სიხშირისა და სიმძლავრის ავტომატური რეგულირება და სიმძლავრის გადადინებები, ძაბვის ცენტრალიზებული რეგულირების სისტემი, ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის ცენტრალიზებული სისტემები, მოწყობილობების ტელემართვის სისტემები);
ლ) დაარქივებას, ანალიზს, დღე-ღამურ, კვირის, თვის, კვარტალის, წლის ანგარიშებს;
მ) ოპერატიულ-დისპეტჩერულ ინფორმაციას (ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების პარამეტრები, დისპეტჩერული ზეპირი ბრძანებები ინფორმაცია დისპეტჩერული გრაფიკის შესრულებაზე, ინფორმაცია რემონტის შესრულების მიმდინარეობაზე, ოპერატიული ჟურნალის ინფორმაცია და სხვ.);
ნ) ნორმატიულ-საცნობარო ინფორმაციას (ინფორმაციას მოწყობილობაზე);
ო) საწარმოო-ტექნოლოგიურ ინფორმაციას (ელექტრული და თბური ენერგიის ბალანსები, სათბობის, ჰიდრორესურსების მარაგები და ხარჯი, ტექნიკო-ეკონომიკური მაჩვენებლები და სხვ.).
გადასაწყვეტი ამოცანების აუცილებელი სია და მოცულობა, ასევე მათი გადაწყვეტის წესები განისაზღვრება დისპეტჩერული მართვის მოცემული ორგანოს იერარქიული დონისა და ფუნქციებიდან გამომდინარე მართვის ობიექტის საიმედო და ეკონომიური მუშაობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
4. დისპეტჩერული მართვის ავტომატური სისტემის ტექნიკური საშუალებების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს:
ა) დისპეტჩერული მართვის და მონაცემთა შეკრების ქვესისტემა (ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსი (ოიკ));
ბ) ენერგოსისტემის ოპერატიული მართვის და დაგეგმარების ამოცანების ქვესისტემა;
გ) ინფორმაციის შენახვისა და მასში შეღწევადობის საშუალებებით აღჭურვის ნაწილში დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემების სხვა ქვესისტემების მომსახურებისათვის განკუთვნილი მონაცემთა ბაზის სერვისის ქვესისტემა;
დ) ინფორმაციის შეკრებისა და გადაცემის ქვესისტემა.
5. ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსი ეს არის პროგრამულ-სააპარატო კომპლექსი, განკუთვნილი ენერგეტიკული სისტემის მიმდინარე რეჟიმებზე მონაცემთა საიმედოდ მიღებისათვის, მისაღები ინფორმაციის მაღალმწარმოებლური დამუშავებისათვის და ოპერატიული პერსონალისათვის რეჟიმების ყველა ცვლილების, მოწყობილობის მდგომარეობის და ავარიულ-გამაფრთხილებელი შეტყობინებების (ცნობების) გაცემისათვის ინფორმაციის შემოსვლის ტემპში.
ოპერატიულ-ინფორმაციულმა კომპლექსმა უნდა უზრუნველყოს დისტანციური მართვისა და რეგულირების შესაძლებლობა როგორც დისპეტჩერის განკარგულებით, ისე განკარგულებებით შემუშავებული სპეციალიზებული პროგრამებით სიხშირისა და სიმძლავრის გადადინებების ავტომატური მართვის ქვესისტემების ჩათვლით.
ოპერატიულ-ინფორმაციულმა კომპლექსში უნდა იყოს შეტანილი ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგოსისტემაში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებას, სიმძლავრის ბალანსის შენარჩუნებას და შეთანხმებული რეჟიმის წარმართვას.
ოპერატიულ-ინფორმაციულმა კომპლექსმა უნდა უზრუნველყოს ოპერატიული ინფორმაციის მიცემული ნაკრების დაარქივება, ენერგოსისტემის რეჟიმზე, მომხდარ შემთხვევებზე, ოპერატორების, დისპეტჩერების და აღნიშნულ სიღრმეებზე სხვა მოსარგებლეების ქმედებებზე მონაცემების ჩათვლით.
ოპერატიულ-ინფორმაციულმა კომპლექსმა უნდა მისცეს მოსარგებლეებს მოსახერხებელი და ერთგვაროვანი გრაფიკული ინტერფეისი.
კონკრეტული ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსების სტრუქტურა და შემადგენლობა შეიძლება იყოს სხვადასხვა იერარქიულ დონეზე, ფუნქციების, გადასამუშავებელი ინფორმაციის მოცულობაზე დამოკიდებულებით, მაგრამ ამ დროს უნდა იყოს უზრუნველყოფილი:
ა) მოთხოვნები მონაცემთა სრულყოფაზე: ოპერატიულ-ინფორმაციულმა კომპლექსმა უნდა უზრუნველყოს ელექტრული სქემის ყველა ელემენტის პარამეტრების მიღება და დამუშავება. ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსის ფუნქციონირებისათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი მართვის ობიექტის ელექტრული ქსელის ყველა ელემენტის რეჟიმის პარამეტრებსა და მდგომარეობაზე მონაცემთა გადაცემა. ოპერატიულ-ინფორმაციულ კომპლექსში მისაღები ტელეინფორმაციის მინიმალურად აუცილებელი მოცულობა უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული სადისპეტჩერო პუნქტის ოპერატიულ მმართველობაში და გამგებლობაში მყოფი მოწყობილობების პარამერტებსა და მდგომარეობაზე ოპერატიულ კონტროლს რეალურ დროში. საკონტროლო ელექტრული ქსელის რეალური დროის მოდელის საანგარიშო სქემის დაკვირვებულობას უნდა უზრუნველყოფდეს ტელეინფორმაციის ოპტიმალური მოცულობა.
ბ) მოთხოვნები ფუნქციონალურობაზე:
ბ.ა) მონაცემთა მიღებისა და გადაცემის ფუნქციები (ტელემექანიკის, ტელემართვის, ტელერეგულირების მოწყობილობებთან კავშირის უზრუნველყოფა; მონაცემების ტელესაკომუნიკაციო გაცვლა-გამოცვლა დისპეტჩერული მართვის ცენტრებს შორის ინტერფეისთან, დასახული მართვის ზედა დონეზე; სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობებით, ლოკალური ავტომატიკით მართვისა და მდგომარეობის მიხედვით მონაცემთა მიღება და გადაცემა და ა.შ..);
ბ.ბ) მიღებული მონაცემების დამუშავების ფუნქციები (მონაცემთა ნაკადის გარდაქმნა და მისი დაყვანა სიდიდეების მიღებულ სისტემაზე; ინფორმაციის უტყუარობა; პარამეტრების წარმოებული მახასიათებლების მისაღებად მონაცემთა დამუშავება; საანგარიშო მოდელების აქტუალიზაციისა და სინთეზისათვის მონაცემთა დამუშავება);
ბ.გ) მონაცემთა შენახვისა და არქივირების ფუნქციები არქივების მონაცემებით (სიღრმე და ციკლურობა) ავსების მართვა; არქივების ადმინისტრირება (კოპირება, აღდგენა და სხვ.); მონაცემთა არქივირების სისტემასთან მისაწვდომობის სერვისი (გარეთა პროგრამული ინტერფეისი უსაფრთხოებისა და საიმედოობის პოლიტიკის გათვალისწინებით, მათ შორის მონაცემთა (იმპორტ/ექსპორტი); საინფორმაციო მოდელის ცვლილებების ისტორიის შენახვა და არქივირება));
ბ.დ) ადმინისტრირებისა და მართვის ფუნქციები (მოვლენების, შეტყობინებების და წარმოებული ჟურნალების დამუშავების ერთიანი სისტემა; ერთიანი დროით მართვა; ოიკ-ის პროგრამულ-სააპარატო კომპლექსის, ასევე კომუნიკაციების საშუალებების კონტროლი და დიაგნოსტიკა; ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსის კონფიგურაციის მართვა; ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსის მდგომარეობისა და რესურსების მართვა და სხვ.);
ბ.ე) ტექნოლოგიური დანართების ფუნქციები (დისპეტჩერული გრაფიკის შესაბამისად რეჟიმის წარმოება; რეჟიმის მონიტორინგი; ოპერატიული ჟურნალის წარმოება; სარემონტო სამუშაოების და ქსელში გადართვების ინფორმაციული უზრუნველყოფა; ძაბვის მართვა და კონტროლი; სიხშირისა და სიმძლავრის გადადინებების ავტომატური რეგულირება; ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის მდგომარეობაზე კონტროლი; რეჟიმის ოპერატიული პროგნოზირება; რეჟიმის იმედიანობის ოპერატიული შეფასება; „ჩქარი” პროცესების (ავარიული რეჟიმების) და სხვ. შეკრება და დამუშავება);
გ) გამოყენების სიმარტივესა და მოსახერხებელ პირობებზე მოთხოვნები:
გ.ა) მოხერხებულობა და ინტუიციით გასაგები გამოყენებითი ინტერფეისი;
ინტერფეისების ტექსტებისა და ტერმინების მაქსიმალური მიახლოება საგნობრივ სფეროსთან;
გ.ბ) სისტემის ათვისების გაიოლების მიზნით ინტერაქტიული სწავლების საშუალებების და მასალების არსებობა;
გ.გ) გააზრებული და განვითარებული დოკუმენტაცია სხვადასხვა დონის მოსარგებლებისათვის;
დ) მოთხოვნები საიმედოობაზე:
დ.ა) ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსის მზადყოფნის კოეფიციენტი უნდა იყოს არანაკლებ 99,98%;
დ.ბ) ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსის სრული შრომისუნარიანობის აღდგენის საშუალი დრო არ უნდა შეადგენდეს 4სთ-ზე მეტს;
დ.გ) უნდა იყოს უზრუნველყოფილი ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსის უნარი თანდათანობით დეგრადაციაზე (კომპლექსის შრომისუნარიანობის შენარჩუნება ხარისხის დაცემისას ტექნიკური ან პროგრამული საშუალებების ცალკეული ელემენტების მტყუნების დროს).
ე) მოთხოვნები მწარმოებლურობაზე:
ე.ა) გარჩევითობის თვისება საკომუტაციო დროის განსაზღვრისას - არა უმეტესი, ვიდრე 1 წმ;
ე.ბ) ინფორმაციის დამუშავების სრული ციკლი ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსში პარამეტრის შესვლიდან დაარქივებამდე და ინფორმაციის მიწოდება ლოკალური მოსარგებლეებისათვის–არა უმეტესი, ვიდრე 5 წმ.
6. დისპეტჩერული მართვის ავტომატური სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის ყველა მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და მუდმივად იმყოფებოდეს მუშაობაში. ქსელის პირველადი სქემის ცვლილება დროულად უნდა იყოს შეტანილი დოკუმენტაციაში დისპეტჩერულ ფარებსა და დისპლეიზე ასასახავად.
დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემის ცალკეული ელემენტების შეკეთებაში ჩაყენება უნდა წარმოებდეს ოპერატიული განაცხადით, იმ მორიგე დისპეტჩერის ნებართვით, ვის გამგებლობაშიც იმყოფებიან ისინი.
7. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემის მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი ელექტროკვების გარანტირებული სისტემით. ელექტროკვების სისტემის გამართულობა უნდა მოწმდებოდეს პერიოდულად, ორგანიზაციის დისპეტჩერული მართვის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკით.
8. შენობები, რომლებშიც განლაგებულია დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემის ელემენტები, უნდა პასუხობდეს დანადგარებისა და ტექნიკურ საშუალებებზე ტექნიკური პირობების მოთხოვნებს, ხოლო ინფორმაციის შეყვანისა და გამოყვანის წრედების შესრულების წესი, დამცავი დამიწებები და საინფორმაციო წრედების დამიწებები, უნდა უზრუნველყოფდეს სისტემის დაბრკოლებებისაგან დაცვას.
9. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემის მოწყობილობები უნდა გადიოდეს პერიოდულ შემოწმებებს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
10. ინფორმაციული მართვის კომპლექსი უნდა უზრუნველყოფდეს სამართავი ობიექტის მუშაობის რეჟიმის შესახებ რეტროსპექტიული ინფორმაციის შენახვას აუცილებელი დისკრეტიულობით და მის გამოყვანას საბეჭდ მოწყობილობაზე მორიგე დისპეტჩერის მოთხოვნით.
11. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემის დანადგარებზე, საკომუტაციო აპარატურაზე უნდა იყოს ოპერატიული დანიშნულებისა და მდგომარეობის მაჩვენებელი წარწერები
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 54. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემები
თავი VII — ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 99,98%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 54. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემები
- მუხლი 9. მართვის ავტომატიზებული სისტემები
- მუხლი 55. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 45. ოპერატიული კავშირი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გადაცემის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის
- მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
მეზობელი მუხლები
- მუხლი 48. დანადგარების მართვა
- მუხლი 49. ავარიების თავიდან აცილება და ლიკვიდაცია
- მუხლი 50. მოთხოვნები ოპერატიული სქემების მიმართ
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 52. გადართვები ელექტრულ დანადგარებში
- მუხლი 53. გადართვები თბოენერგოდანადგარების სქემებში
- მუხლი 55. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
- მუხლი 56. ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 54, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-54/