1. ენერგეტიკულ ობიექტებსა და ორგანიზაციებში სამუშაოდ დაიშვებიან ის პირები, რომელთაც აქვთ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი განათლება (ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის) ან გაიარეს სათანადო მომზადება (მუშებისათვის).

2. ენერგეტიკული დანადგარების სამართავად, ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტზე დაიშვებიან ის პირები, რომელთაც გაიარეს სპეციალური მომზადების კურსი და ატესტაციის შემდეგ მიიღეს შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის უფლება.

3. ორგანიზაციის მუშაკებმა, რომლებიც მუშაობენ მავნე ნივთიერებებთან, საშიშ და არახელსაყრელ საწარმოო პირობებში, დადგენილი წესით უნდა გაიარონ წინასწარი (სამუშაოზე მიღების) და პერიოდული (შრომითი საქმიანობის განმავლობაში) სამედიცინო შემოწმებები.

4. ენერგოობიექტების პერსონალთან მუდმივად უნდა ტარდებოდეს მუშაობა, მიმართული მისი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ფუნქციების შესრულებისათვის და კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის. პერსონალის სწავლებისა და წრთვნისათვის უნდა იყოს მოწყობილი სასწავლო კლასები, სახელოსნოები, ლაბორატორიები, სწავლების ტექნიკური საშუალებები და ტრენაჟორები.

5. ყოველ ენერგოობიექტზე უნდა იყოს შექმნილი ტექნიკური ბიბლიოთეკა. პერსონალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაძლებლობით გამოიყენოს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტები, სახელმძღვანელოები, დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვა ტექნიკური ლიტერატურა.

6. ყოველ ენერგოობიექტზე უნდა იყოს შექმნილი ტიპური დებულებების შესაბამისად ტექნიკური უსაფრთხოების კაბინეტი.

7. ენერგოობიექტებზე, სადაც გართულებულია მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო-საწარმოო ბაზის შექმნა, დასაშვებია პერსონალის პროფესიონალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებელი სამუშაოების ჩატარება ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ენერგეტიკულ ორგანიზაციასთან, რომელსაც გააჩნია ასეთი ბაზა. პერსონალთან მუშაობაზე პასუხისმგებელია ობიექტის ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მუშაკებიდან.

8. სამუშაოზე დამოუკიდებლად დაიშვება ახლად მიღებული მუშაკი ან მუშაკები, რომლებსაც აქვთ სამუშაოს 6 თვეზე მეტი ხნით წყვეტა, პერსონალის კატეგორიიდან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების აუცილებელი ინსტრუქტაჟის გავლის, სწავლების (სტაჟირების) და ცოდნის შემოწმების შემდეგ. ამასთანავე, გავლილი აქვთ დუბლირება უშუალოდ სამუშაო ადგილზე პერსონალთან მუშაობის წესების მოთხოვნების თანახმად.

9. სამუშაოს 30 დღიდან 6 თვემდე წყვეტის დროს სამუშაოზე დამოუკიდებლად დასაშვებად პერსონალის მომზადების ფორმას განსაზღვრავს ორგანიზაციის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი მომუშავის პროფესიონალური მომზადების დონის, მისი მუშაობის გამოცდილების, სამსახურებრივი ფუნქციებისა და სხვა პირობების გათვალისწინებით. ამავე დროს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შრომის უსაფრთხოების არაგეგმური ინსტრუქტაჟი.

10. პერსონალის სტაჟირება ორგანიზებული უნდა იყოს ენერგოობიექტის (ორგანიზაციის) ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინდივიდუალური პროგრამების მიხედვით.

11. ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესების, თანამდებობრივი და საწარმოო ინსტრუქციების ცოდნის შემოწმება ხდება:

ა) პირველად – სამუშაოზე დამოუკიდებლად დაშვების წინ;

ბ) პერიოდულად – დადგენილ ვადებში;

გ) რიგგარეშე – წესების და ინსტრუქციების დარღვევის შემთხვევაში.

12. ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო და თანამდებობრივი ინსტრუქციების ცოდნის შემოწმება უნდა ხდებოდეს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ.

იმ მუშაკებისათვის, რომელთა საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებულია ენერგოდანადგარების ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან, აგრეთვე ყველა კატეგორიის მუშებისათვის, უსაფრთხოების ტექნიკის წესების ცოდნის შემოწმება უნდა ხდებოდეს წელიწადში ერთხე