1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით, ეკეგ-ის შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო პროგრამებს:

ა) მრეწველობასა და ტრანსპორტის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის;

ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი პირებისთვის;

გ) ენერგომენეჯერებისა და შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟეებისთვის;

დ) შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის;

ე) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის.

2. სატრენინგო პროგრამით მომზადებულ ექსპერტთა სიას ადგენს სამინისტრო და მას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024