1. პირველი კატეგორიის საწარმო ან საწარმო, რომელიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ან/და ენერგოაუდიტის განხორციელებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია ენერგოაუდიტი განახორციელოს აკრედიტებული ან/და სერტიფიცირებული პირის მეშვეობით.

2. (ამოღებულია - 27.06.2024, №4310);

3. ენერგოაუდიტორის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მოქმედების ვადა განისაზღვრება სათანადო საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

4. სამინისტრო აწარმოებს რეესტრს, რომელიც მოიცავს:

ა) შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე;

ბ) განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ ანგარიშებს. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს საწარმოს დასახელებას, ენერგოაუდიტორის ვინაობას და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს;

გ) პირველი კატეგორიის საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებული არიან განახორციელონ ენერგოაუდიტები.

5. ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024