1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შესაბამისად შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის დაჯარიმებას:

ა) 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;

ბ) 150 მ2-დან 250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;

გ) 250 მ2-დან 500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;

დ) 500 მ2 ან 500 მ2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის დაჯარიმებას:

ა) 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;

ბ) 150 მ2-დან 250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;

გ) 250 მ2-დან 500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;

დ) 500 მ2 ან 500 მ2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობი