1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლს, რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახებს, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირებს.

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ძალადობის მსხვერპლმა - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა - მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა.

გ) ოჯახში ძალადობის, ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა - შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ან სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ.

დ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულმა ახალგაზრდამ - შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლა (სახელმწიფო ზრუნვის ფორმის, დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით).

ე) პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირმა - ცნობა შესაბამისი უწყებიდან და წარმომადგენლის შუამდგომლობა.

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტ