1. პროგრამის ფარგლებში:
ა) სამედიცინო მომსახურებისას, როდესაც პაციენტის თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, მერიის მხრიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს, არაუმეტეს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება არ ფინანსდება მზღვეველის მიერ, დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით, არაუმეტეს 70%-ით კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ბ) სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 (ასი) ლარს, მომსახურება არ დაფინანსდება.
გ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, ასევე ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის), დაფინანსება განისაზღვრება წარმოდგენილი კალკულაციის 100%-მდე, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის - 80%-მდე.
დ) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
ე) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვროს მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად.
2. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა # IV– 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე.
ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 2 თვე.
დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება პირდაპირი ჩარიცხვის წესით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა # IV– 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღე.
3. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის/ ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV–100/ა);
გ) ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);
დ) ინფორმაცია მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობის შესახებ, ან ოფიციალური დოკუმენტი უარის თაობაზე.
ე) დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში დოკუმენტი კლინიკის მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე;
ვ) არსებობის შემთხვევაში, ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა – შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახე