1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა მერიის მიერ შესაბამისი მიზნებისათვის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში ფაქტობრივად მცხოვრებ იმ ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს, ცხელი სადილის ადგილზე გაცემით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1000-ს, თვეში ერთხელ მშრალი პროდუქტის გაცემით. აგრეთვე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, სარეიტინგო ქულის მიუხედავად, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე.
2. 2026 წლის 1 იანვრიდან ა(ა)იპ ,,თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრმა“ ექვს თვეში ერთხელ უზრუნველყოს ბენეფიციართა რეესტრის გადამოწმება ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულებისა და მერის წარმომადგენლების წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და შესაბამისად, განახორციელოს სიის ცვლილება. საჭიროების შემთხვევაში ჩამოაყალიბოს მომლოდინეთა რიგი. რეკომენდებული ოჯახის ძირითად სიაში ჩარიცხვა განახორციელოს ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახში მცირეწლოვან ბავშვთა, ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა) და შშმ პირთა გათვალისწინებით.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქე მიმართავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს შემდეგი დოკუმენტაციით:
ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);
ბ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
დ) არსებობის შემთხვევაში, ოჯახის/პირის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სხვა დამატებითი დოკუმენტი
ა(ა)იპ ,,თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ მიერ ბენეფიციარის რეესტრში ჩარიცხვა ხდება სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზ