1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში (0-დან 120 000 ქულის ჩათვლით) რიცხულ მოქალაქეებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ვეტერანებზე და ვეტარანთან გათანაბრებულებზე, მარჩენალდაკარგულ პირებზე, ძალადობის მსხვერპლზე (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლზე) გაიცემა სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

2. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძვირადღირებული (არანაკლებ 200 -ლარიანი) არაუმეტეს ორი ინექციის დაფინანსება, სოციალური სტატუსის მიუხედავად;

3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განმცხადებლის/ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);

გ)შესაბამისი სააფთიაქო/ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა;

დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, ან შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ვეტერანის/ ვეტერანთან გათანაბრებულის/მარჩენალდაკარგული პირის მოწმობა, ან ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა – შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ან სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ;

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გასაწევად თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ხოლო სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი. ამ შემთხვევაში საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 3 თვ