1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე ძვირადღირებული (არანაკლებ 200 ლარისა) მედიკამენტების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით, განისაზღვროს არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100 /ა);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურ