1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ონკოლოგიური მიმართულებით, ყველა სახის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება/თანადაფინანსება კალენდარული წლის განმავლობაში განისაზღვროს 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით.
2. ამ პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების ბენეფიციარმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; დ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი ან კალკულაცია სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან, სადაც მოქალაქე იღებს შესაბამის მომსახურებას; ე) შუამდგომლობა გაცემული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ; ვ) მიმართვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის – ბენეფიციარისათვის მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული თანადაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
3. ბენეფიციარი სამედიცინო/მედიკამენტოზური დაფინანსების/თანადაფინანსების შემთხვევაში იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.
4. თანხის ჩარიცხვა მოხდება სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
5. სააფთიაქო დაწესებულებაში ანგარიშსწორება მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ