1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მწვავე ლეიკემიით დაავადებული პირებზე, ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა N IV-100/ა; დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. ბენეფიციარი ვალდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა NIV100/ა განაახლოს 6 თვეში ერთხელ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული ფორმა NIV-100/აის წარმოდგენამდე.
5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ