1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების (შემდგომში – ბენეფიციარები) ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/ თანადაფინანსება ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე. (გარდა მასაჟისა, პლასტიკურ-ესთეტიკური ქირურგიის, სამკურნალო-კურორტული და სტომატოლოგიური მომსახურება, ლოგოპედის მომსახურება, მშობიარობა, საკეისრო კვეთა). 2. დაფინანსების/თანადაფინანსების წესი მოქმედებს შემდეგნაირად: ა) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 1-დან-30001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ განესაზღვროს  800 (რვაასი) ლარის ოდენობით; ბ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 30001-დან 65001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ განესაზღვროს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით; გ) პირს, რომელსაც  მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა 65001-დან 100001-მდე, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ, განესაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; დ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 100001-იდან 150001-მდე სარეიტინგო ქულა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადათ, განესაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ე) პირს რომელსაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 150001-დან ზევით და ასევე ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სსიპ სოციალური მომსახუროების სააგენტოს ერთიან ბაზაში, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება ერთჯერადად განესაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  ხონის მუნიციპალიტეტის  მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი), შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ბენეფიციარი იღებს სამედიცინო მომსახურეობას; ე) ამონაწერი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხონის რაიონული განყოფილებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მოკვლეული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვ) პირი, რომელსაც სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტოს შედეგად მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150001-ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში, არ საჭიროებს  ამონაწერის/ცნობის წარმოდგენას. ზ) შუამდგომლობა გაცემული, შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ; თ) ცნობა სოციალური მდგომარეობის გაცემული, შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ ი) მიმართვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის  დეპარტამენტიდან, ბენეფიციარისათვის მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული დაფინანსება/თანადაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში); კ)არასრულწლოვანი ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ბენეფიციარი სამედიცინო დაფინანსების/თანადაფინანსებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარსადგენად.

5. სამედიცინო მომსახურების თანხის ჩარიცხვა მოხდება შესაბამისი დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ