1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი, მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მარტოხელა მშობლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები